საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ

“იმ ადამიანებზე, ვინც უკვე ემიგრაციაშია წასული, ეს უშუალოდ არ იმოქმედებს, თუმცა, ყველა მათგანს ადრე თუ გვიან თავისი სტატუსისა და მდგომარეობის გარკვევა მოუწევს. ეს არა ამ განცხადებასთან, არამედ იმ სავიზო მოთხოვნებთან და პირობებთან იქნება დაკავშირებული, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს გააჩნიათ”, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანთან” საუბრისას, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარას ვეღარ მოიპოვებენ.

 

ჰანმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში რისკებს ვერ ხედავს, თუ ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან ხარვეზები გამოსწორდება. ამასთანავე, ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ / ევროკომისარი - “ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 ათასი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე”.

 

“ევროკავშირში თავშესაფრის ძიება შედეგს არ მოიტანს, რადგან საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და ჩვენ საქართველოს ზუსტად ამ პრიზმაში ვუყურებთ. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 ათასი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებს განაცხადს თავშესაფარზე. ეს მასშტაბი უკვე თავისთავად გვაწვდის ინფორმაციას. გააჩნია ინტერესებს, შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა. საქართველომ განაცხადა, რომ მას აინტერესებს ევროკავშირში ასეთი მონაწილეობა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში იყოს თვალსაჩინო და ხელშესახები. აი ეს წყვეტა შეიძლება ძალიან მალე ამოივსოს და ეს იქნება მომდევნო ნაბიჯები. ასე ვხედავთ მომავალს”, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. რას ნიშნავს ჰანის ეს განცხადება და ჩვენი ქვეყნიდან არალეგალურად წასულ ემიგრანტებზე როგორ იმოქმედებს? ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, იმ ნაკადისთვის, რომელიც დღეს საქართველოდან არის წასული, ჰანის ამ განცხადებით, არაფერი იცვლება. მისი თქმით, მოქალაქე კანონის შესაბამისად უნდა იქცეოდეს, რაც ზოგადად, სავიზო მოთხოვნებთან და პირობებთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ქვეყანა რამდენადაც თავისი შიდა პოლიტიკური კონსტრუქციით და პროცესების მიმდინარეობით, არ უქმნის საფრთხეს მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დარღვევას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნაკლები საფუძველი აქვთ სხვაგან ეძებონ პოლიტიკური თავშესაფარი. ჩვენი პარტნიორი ევროპის მიერ მოვლენების ასე შეფასება, პოზიტიურია, თუმცა, ის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, მიზეზად მისი უფლებების დაცვის შეუძლებლობის საფრთხეს ასახელებს, რომელიც აქ ემუქრება. ამიტომაც, ეს მათთვის გარკვეული შეზღუდვაა. ამ განცხადებით ემიგრანტებს რაიმე ახალი პირობა არ უჩნდებათ, თუ რომელიმე მათგანი ევროკავშირის ქვეყანაში ოფიციალურად იმ მიზეზით არ არის, რომ მისი უფლებები საქართველოში ირღვეოდა. თუკი საქართველოში მისი უფლებების დაცვა შეუძლებელი იყო და ამასთანავე, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მოქალაქეობრივ უფლებებს საფრთხე ემუქრებოდა საქართველოში, მან თავისი მდგომარეობა იმ ქვეყანაში უნდა გაარკვიოს, სადაც თავშესაფარი და პირობები მიიღო. ხოლო, თუ სხვა მიზეზი არის, ამ კონკრეტული განცხადებით, მათთვის არაფერი იცვლება. ისინი, ჩვეულებრივად, არსებული წესების შესაბამისად უნდა იქცეოდნენ, როგორც აქამდე, ასევე ამის შემდეგაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.





მსგავსი სიახლეები
“ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს...”
“გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!”
"ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება
ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე
ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომის საფრთხე მოლდოვაში
"ისინი ხმებს ძირითადად მაინც „ოცნებას“ წაართმევენ " - ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში
“მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც”
ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე
“ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი” - პაატა ზაქარეიშვილი
იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა
ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
“ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე
ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას
13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება
რა ხდებოდა ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რას გეგმავენ აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს
“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან
გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია
აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან
საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”