"ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო კონსორციუმი იმიტომ შეირჩა, რომ მათ მოეხდინათ ახალი ტვირთების მოზიდვა" - მამუკა ბახტაძე

თბილისი (GBC) – ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. პროექტის კრედიტორები დაფინანსების სანაცვლოდ  სახელმწიფოს თავდებობას ითხოვენ, მათ შორის, ტვირთების მოცულობისა და ტრაფიკის გარანტიას.


საქართველოს მთავრობა ირჭოფობს - პრემიერი ამბობს, რომ პორტის მშენებლობისთვის საერთაშორისო ძლიერი კონსორციუმი იმიტომ შეირჩა, რომ სწორედ მათ მოეხდინათ საქართველოს დერეფანში ახალი სატვირთო ნაკადების გადმორთვა.


„რაც შეეხება გარანტიებს, ტვირთბრუნვაზე. ჩვენ, თავის დროზე, ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი, გვწამს იმის, რომ როდესაც არსებობს შესაძლებლობა სჯობია პროექტი განვითარდეს კერძო ინვესტორების მეშვეობით და არა მხოლოდ იმ რესურსით რომელიც შეიძლება ბიუჯეტს დააწვეს. ჩვენი ინტერესი იყო გამარჯვებულად გვეხილა საერთაშორისო, ძლიერი კონსორციუმი,  იმ კერძო კომპანიებისგან შემდგარი, რომელიც შეძლებდა ტვირთების მოზიდვას დერეფანში, რათა ყოფილიყო მეტი ინტერესი კერძო მოთამაშეების მხრიდან ანაკლიის პორტის მეშვეობით მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მომხდარიყო, ეს იყო მთავარი მოტივაცია რატომაც ეს გადაწყვეტილ მივიღეთ.


თუ ისევ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოხდეს ტრაფიკის გარანტიის  მიცემა, ამ შემთხვევაში კითხვაც ჩნდება - მაშინ  რა არის ის დამატებითი  ღირებულება და ძალისხმევა,  რომელიც უნდა მოიტანონ ინვესტორიებმა?- განაცხადა პრემიერმა მედიასთან საუბრისას და აღნიშნა, რომ გარანტიის გაცემა არის საკითხი, რომელსაც სჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი.


ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობა ტვირთებს ვერ მოიტანს ეს ფუნქცია გამარჯვებული საერთაშორისო კონსორციუმის, ამ შემთხვევაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პრეროგატივაა.


მთავრობა კი, აუცილებლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებას.


ჩვენ მასშტაბურ ინვესტიციას ვახორციელებთ ამ პროექტში. თანხა ჩავდეთ მიწების გამოსყიდვაში,  საპარტნიორო ფონდის მეშვეობით ვაძლევთ თანხა კაპიტალში  და ამას ისიც თუ დაემატება, რომ მთავარი ბიზნეს რისკი, რაც უკავშიდება ტვირთების მოცულობას და ტრაფიკს ესეც  თუ ბიუჯეტმა აიღოს, ვფიქრობ, სერიოზულ გააზრებას საჭიროებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, - აღნიშნა პრემიერმა, განაცხადა, რომ  გააგრძელებენ ინვესტორის მხარდაჭერას დაინანსების მოსაზიდად.


 

„მე კარგად მესმის, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ მასშტაბურ პროექტზე ნებისმიერ ინვესტორს სჭირდება მხარდაჭერა დიალოგში კრედიტორებთან და ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.  






მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“