"კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით"

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი 11 მარტს კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

 

შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას.

 

„შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ხელმოწერის შემდეგ.

 

შეთანხმებით ჩამოყალიბდება ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელიც განიხილავს არსებულ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და  პერსპექტივებს სხვადასხვა სექტორებში.





მსგავსი სიახლეები
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
„ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას - მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების - უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით აშშ-დან“
დღეს კომპანია „ველსის“ წიგნის - „ვაჭრობის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის"
17 ივნისიდან “მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ივნისის 17:00 საათისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის EXIM Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა
ერთი აშშ დოლარის ღირებულება 13 ივნისის საღამოს მონაცემებით
მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა შარშანდელზე მეტი იქნება
"ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია"- ნათია თურნავა
მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა
„ჩვენ გვსურს არა მარტო რეგიონული ცენტრი ვიყოთ, არამედ, გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 ივნისის 17:00 საათისთვის
კონკუსის - #გახდიპირველი2-ის დაჯილდოება გაიმართა
ვითიბი ბანკის კლიენტი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გახდეთ
"დაანონსებული"რევოლუცია არ იქნება! - ეს იმ ორას პარტიასაც დაზაფრავს, "ოპოზიციასაც" და ხელისუფლებასაც, რომელიც მზად იყო, გრუ-ს შვილობილი "ევროპული საქართველოსთვის" გადაებარებინა ხელისუფლება!“
17 ივნისიდან "მაგიკომის" აბონენტები "მაგთი ფიქსით" ვეღარ ისარგებლებენ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 ივნისის 17:00 საათისთვის