"საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის"

„კორეა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ქვეყნიდან ტურისტების შემოყვანას და მათთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას. 2018 წელს საქართველოში 13,000 - ზე მეტი კორეელი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 112 პროცენტით მეტია, ხოლო უკვე 2019 წლის იანვარში ზრდამ 27 პროცენტი შეადგინა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 

 

გიორგი ქობულიამ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. ამ მიზნით, 2019 წელს თბილისსა და სეულს შორის 7 ჩარტერული პირდაპირი რეისი განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიცირებით,  შეხვედრაზე  საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულების საკითხები განიხილეს.

 

 

„კარგია, როდესაც ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისები სრულდება, მაგრამ რეგულარული რეისების ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის კორეელი ტურისტების რიცხვს საქართველოში, არამედ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს სამომავლო თანამშრომლობაში. გარდა ამისა, პირდაპირი ავიარეისების განხორციელება კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს ამ ნაწილში და დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებაში," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“