"ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შედეგები შეაჯამა, გიორგი ქობულია ვიზიტს დადებითად აფასებს და მას მნიშვნელოვანს უწოდებს - „კორეა  აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, ეს ვიზიტი ჩვენთვის  დამატებით შესაძლებლობებს ხსნის", - აცხადებს გიორგი ქობულია.

 

კორეის რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით 11-12 მარტს იმყოფებოდა, ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა შედგა კორეის რესპუბლიკის სამთავრობო და ბიზნესწრეებთან, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

 

„გარდა იმისა, რომ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას კორეასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, ვიწყებთ მუშაობას ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებაზე, აგრეთვე გაიხსნა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შექმნის შესახებ", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს კორეის ბიზნესსექტორთან.

 

„ჩვენ შევხვდით უმსხვილესი კონგლომერატების ხელმძღვანელებს, როგორიცაა „ჰიუნდაი" და „სამსუნგი", ასევე შეხვედრები გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვან სააგენტოებთან, რომლებიც პრაქტიკულად კორეაში უმსხვილესი ბიზნესების ასოციაციებს წარმოადგენენ", - აღნიშნა მან.

 

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება შედგა კორეის საშუალო და მცირე ბიზნესის სააგენტოსთან და ახლო მომავალში ხელი მოეწერება  მემორანდუმს, რომლის  თანახმადაც სააგენტო ქართულ მხარეს თავისი გამოცდილებით დაეხმარება, რათა მან უფრო ეფექტიანად ააწყოს საქმიანობა ქართული საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად.

 

„ჩვენ ასევე მოლაპარაკება გვქონდა კორეის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან, სადაც აღგვითქვეს დახმარება საქართველოში ბიზნესფორუმის ჩატარების კუთხით. შედგება ქართველი ბიზნესმენების ვიზიტი კორეაში, სადაც წარვადგენთ ჩვენს პროდუქციას", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მინისტრის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა იმპორტის წახალისების სააგენტოსთან, სადაც ქართულ მხარეს ქართული პროდუქციის კორეაში იმპორტის მხარდაჭერას დაპირდნენ.

 

„ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე
"მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 მარტის 17:00 საათისთვის
"Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 მარტის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება"
"კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 მარტის 17:00 საათისთვის
"2018 წელს ქვეყანაში ინვესტიციების საერთო რაოდენობა გაზრდილია" - ეკატერინე მიქაბაძე
"საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის"
"კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით"
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ფინანსური მაქინაციები ქართულ საფინანსო ბაზარზე - როგორ ათეთრებდა ფულს ლიბერთი ბანკი რუმინული კომპანიებისთვის თანხების გადარიცხვით
"ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო კონსორციუმი იმიტომ შეირჩა, რომ მათ მოეხდინათ ახალი ტვირთების მოზიდვა" - მამუკა ბახტაძე
2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის