საბერძნეთის მოქალაქე რეისზე სამი წუთით დაგვიანების გამო „ეთიოპიური ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა

საბერძნეთის მოქალაქე რეისზე სამი წუთით დაგვიანების გამო „ეთიოპიური ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა. როგორც ბერძნული გამოცემა „ეკატიმერინი“ წერს, ანტონის მავროპულოსი კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაერო-ს მიერ დაგეგმილ კონფერენციაზე მიემგზავრებოდა და გადაჯდომა ადის-აბებაში უწევდა. იმის გამო, რომ მავროპულოსს რეისებს შორის მხოლოდ ნახევარსაათიანი შუალედი ჰქონდა, კენიის რეისზე სამი წუთით დააგვიანა .

„თვითმფრინავი 08:15-ზე მიფრინავდა. მე გეითთან 08:03-ზე მივედი, თუმცა ის უკვე დაკეტილი იყო“, -ამბობს საბერძნეთის მოქალაქე, რომელმაც სოციალურ ქსელში ავიაბილეთი გამოაქვეყნა. „მე თვალს ვადევნებდი, როგორ სხდებოდნენ თვითმფრინავში ბოლო მგზავრები და ვერაფერს ვაკეთებდი. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, გავაპროტესტე. მე ბოდიში მომიხადეს და მომდევნო რეისის ბილეთი მომცეს, რომელიც სამი საათით გვიან უნდა შესრულებულიყო. ძალიან ზრდილობიანად მექცეოდნენ. მეც დაველოდე… როდესაც სამ საათში ბორტზე ასვლა ვცადე, გამაჩერეს და მითხრეს: „თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე ვერ მოხვდა“, – იხსენებს ანტონის მავროპულოსი.

„მთელი ღამე არ მეძინა… მეგობარმა მითხრა, რომ მეორე სიცოცხლე მაჩუქეს. მეორე მხრივ, დავკარგე ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი და შემაძრწუნებელია იმის გაცნობიერება, რომ რამდენიმე წამმა მათი სიცოცხლე განსაზღვრა“, – განაცხადა მავროპულოსმა ტელეკომპანია „სკაისთან“ ინტერვიუში.

ანტონის მავროპულოსი ნარჩენების მართვის კომპანიის დამფუძნებელია, 2016 წლის სექტემბრიდან კი, ვენაში ბაზირებული, მყარი ნარჩენების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.

ეთიოპიან ეარლაინსის“ კუთვნილი „ბოინგ 737“ 10 მარტს ეთიოპიის დედაქალაქიდან აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი ადის-აბებადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში ასრულებდა რეისს.

ავიალაინერის მგზავრთა შორის იმყოფებოდნენ გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი, სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები, ასევე „სბერბანკის“ ორი თანამშრომელი.





მსგავსი სიახლეები
ბანგლადეშში 19 წლის გოგონას მკვლელობისთვის, რომელიც ცოცხლად დაწვეს, 15 პირი დააკავეს
რუსეთში იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პატივს სცემს სტალინს და მიაჩნია, რომ მან დადებითი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში
პარიზის პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად საუკეთესო სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ავიაციის მეშვეობით ჩაქრობა დაუშვებელია“
ვანგას უზუსტესი წინასწარმეტყველება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრისგან განადგურების თაობაზე
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება ეკლის გვირგვინი, რომელიც მაცხოვარს ედგა თავზე ჯვარცმისას“
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო საფრანგთის პრეზიდენტმა დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა გადადო
" Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა
რომის პაპმა ფრანცისკემ, სუდანელ დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს სისხლისღვრის შესაჩერებლად დაუჩოქა (ფოტო)
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიჩნევს, რომ „ბრექსითის“ გადავადება 2020 წლამდე შესაძლებელია
დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გადააყენა ამერიკის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი რენდოლფ ალესი
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
„ოფიციალურად ვაცხადებ ჩემი ადმინისტრაციის განზრახვას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კირპუსის, მათ შორის, „ყუდსის” ძალების ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ“
მნიშვნელოვანი მოვლენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცხოვრებაში - ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს მიაღწია
მალტაში მომხდარი შემთხვევის დეტალებზე, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, ადგილობრივი მედია წერს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს სარკინიგზო სადგურში სამგზავრო მატარებელი დაათვალიერა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ივლის
"ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, მაპატიეთ, მაგრამ , ვეღარ მივიღებთ ვერავის" - დონალდ ტრამპი
"აბსურდულია ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირება"- საგარეო უწყება
„შედარებით რბილად უპასუხე მაგ თავგასულ ამერიკელებს, თორემ მე თუ გინება დავიწყე, ვეღარ გამაჩერებენო “