ჩვენი დროის სასწაული – წმინდა მამა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ტაძარში ლოცვებს აღავლენდა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდანი, მიტროპოლიტი ნექტარიოსი 1920 წელს გარდაიცვალა. მის სახელთანაა დაკავშირებული უამრავი სასწაული. წმიდა ნექტარიოსმა მონასტერში 12 წელი დაჰყო. უფალმა ინება, რომ იგი ამ ქვეყნიდან შედარებით ადრე წასულიყო. მეუფის სული ზეცისკენ, ცათა სასუფევლისკენ ისწრაფოდა.1920 წელს მეუფე ნექტარიოსი მძიმედ დაავადდა. საშინელი ტკივილები აწუხებდა, მაგარამ არავის უმხელდა. მან, ვინც სხვებს ლოცვით კურნავდა, საკუთარ თავს ვერ უშველა. ასეთი იყო ღვთის ნება. წმინდა მამა რამდენჯერმე მივიდა ეკლესიაში და წირვა აღავლინა. ეს არის დაუჯერებელი ამბავი, თუმცა ადგილობრივები და სასულიერო პირები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა.

 

ერთი ასეთი შემთხვევა ეგინაზე მსახურ პოლიციელს უკავშირდება. ის წმიდა ნექტარიოსს პირადად იცნობდა. მეუფე ხშირად ეუბნებოდა, ეკლესიაში ევლო, აღსარება ჩაებარებინა და ზიარება მიეღო, მაგრამ იგი მის რჩევებს ყურს არ უგდებდა. შემდეგ იგი სამუშაოდ მაკედონიაში გადაიყვანეს, თორმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ეგინაზე და ნავსადგურში წმიდა ნექტარიოსს შეხვდა. იმ დროისთვის მეუფე უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ პოლიციელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ხვდება მას ბერი და ეუბნება:

– ეკლესიაში იარე, ზიარება არ დაგავიწყდეს.

პოლიციელი, როგორც ყო­ველთვის, დაჰპირდა და წავიდა. შემდეგ იქვე, პორტის კაფეში, საუბარი გააბა:

– ახლახანს მოძღვარი შემხვდა. რა დიდხანს ცოცხლობს!

– რომელი მოძღვარი? – ეკითხებიან მეგობრები.

– ნექტარიოსი, – პასუხობს პოლიციელი.

– ის სამი წლის წინ გარდაიცვალა!

– რას ამბობ, სწორედ ახლა გზად შემხვდა და როგორც ყოველთვის, ეკლესიაში სიარული მირჩია! მეგობრები გაოგნდნენ, პოლიციელი კი მაშინვე მონასტერში, მეუფის წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემლად გაემართა.

 

ჩვენი დროის სასწაული 2001 წელს, აღდგომის დღესასწაულზე მოხდა. მთიანი სოფელი ეგინი მოძღვრის გარეშე დარჩა. ადგილობრივებმა წერილი მისწერეს მღვდელმთავარს და მოძღვრის მოვლინება სთხოვეს. მღვდელმთავარმა სხდომაზე ვერცერთი მოძღვარი ვერ დაითანხმა და უარი განაცხადეს. მერე სხვა საკითხზე გადავიდნენ და წერილი დარჩა მაგიდის კუთხეში. აღდგომა დადგა, სოფელი განსაკუთრებულად ემზადებოდა დიდი დღესასწაულისთვის. სწორედ ამ დროს სოფელში მოძღვარი გამოჩნდა, რომელმაც რიტუალი ისეთი წირვით ჩაატარა, რომ ტაძარში ისეთებიც მივიდნენ, ვინც ეკლესიასში საერთოდ არ დადიოდა. 

 

აღდგომიდან გავიდა რამდენიმე ხანი. მთავარეპისკოპოსთან მორიგი თათბირი კვლავ შედგა და სოფლის მცხოვრებთა წერილი ისევ მაგიდაზე იდო, სადაც ისინი მადლობას უხდიდნენ ასეთი კარგი მოძღვრის გამოგზავნისთვის. ეპისკოპოსს გაუკვირდა და მოძღვრებს ჰკითხა თუ რომელი იყო იმ სოფელში აღდგომას ჩასული, მაგრამ ყველამ უარი განაცხადა. მიტროპოლიტი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და გადაწყვიტა, მრავალი წლის შემდეგ, პირველად სოფელში წასულიყო. საბერძნეთში მამაოები, როგორც წესი, ჟურნალში აკეთებენ ჩანაწერს, თუ რომელი მამაო წირავს კონკრეტულ ტაძარში. მთავარეპისკოპოსმა ტაძარში შესვლისას, პირველი სწორედ ეს ჟურნალი მოიძია და თითის გაყოლებით ჩაიკითხა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ჟურნალში ლამაზი ხელით ეწერა – ნექტარიოსი, პენტაპოლელი მიტროპოლიტი. მთავარეპისკოპოსს ჟურნალი ხელიდან გაუვარდა და მუხლებზე დაეცა…

 

1920 წელს გარდაცვლილი ნექტარიოსი, რომელიც 2001 წელს მრევლს გამოეცხადა, მთელი კვირა უფლის სადიდებელ ლოცვებს აღავლენდა. მხოლოდ მაშინ მიხვდნენ ადგილობრივები, რატომ ივსებოდა მათი გულები არამიწიერი სიხარულით, რატომ არ უნდოდათ ჭამა, ძილი და ამ მოძღვართან ერთად მხურვალე ცრემლებით ლოცულობდნენ. წმინდა ნექტარიოსის ხატი იმ ტაძარში საპატიო ადგილას იდგა, მაგრამ იმ ერთი კვირის განმავლობაში უჩინარი გახდა და არც ერთ იქ მყოფს აზრადაც არ მოსვლია, რომ ახალი მამაო ძალიან ჰგავს მათ წმინდანს…

 

 

პრესა.გე





მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები."- მამუკა ბახტაძე
„პირველი, რაც გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ, ეგ იყო - სწორედ მაგ პარტიზანების კისერზეა უამრავი ქართველის მტრის განადგურება!“
თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი
„გენიალური რობერტ სტურუას ბრწყინვალე სპექტაკლი "ბედი ქართლისა" აუცილებლად უნდა ნახოთ და მიხვდებით, - რატომ კივიან კასტრატები!“
„ნოდარია დაქნეულო! ტროლები არის სწორედ ეგ, რასაც შენ იყენებ, მაგას ჰქვია მოსახლეობის დატროლვა! გადაეცი ნიკაია დაფერთხილს - 2003 წელი აღარ არის ახლა და აღარ ჭამს ხალხი მაგას!“
„ოცნების“ თავგადაკლული ხალხი რომ დღემდე უმუშევარია და იმ უზრდელი, ენაწაგდებული, ბობოლა ნაცის ცოლი სახელმწიფო სამსახურშია ბედნიერად დასაქმებული, ესაა დემოკრატიის მწვერვალი!“
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს - ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ“
„არსადაა წარწერა, ან ფირნიშები, თუ რა არის ეს? რისთვისაა ასე დაკონსერვებული - იმედი მაქვს, გამოსწორდება ეს ლაფსუსი, რაც ამ ისტორიული ნანგრევების მნიშვნელობას მნახველისათვის გასაგებს გახდის“
მამაკაცის წერილი ქალის შესახებ: - „მათ იციან, რომ მათ გარეშე არ შეგვიძლია, ისინი არიან ისინი''
„ამ ისტორიაში ერორის სარედაქციო პოლიტიკოსები ბიძინას ხელს, ან კიდევ უარესი, ბიძინას ყ..ს ხედავენ“
„იმ გამომგონებელ-აღმომჩენებს, რომლებიც ახლის შეცნობის მიზნით კვლევა-ძიებას ატარებდნენ, მხოლოდ ფულსა და მოგებაზე უნდა ეფიქრათ?“
„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა - ერთი დაიღუპა
„ქართველ სამხედროებს გაუჩნდათ ინიციატივა, საბრძოლო უპირატესობა ეშერის მიმართულებითაც მოეპოვებინათ, მაგრამ თბილისიდან ამის ნება არ მისცეს“
„არც ამ ჟურნალისტების ბრალია, პატრიოტული ქაქის გასაღებით რომ არიან დაკავებულები - ისინი ასაღებენ იმ პროდუქტს, რაც უფრო მოთხოვნადია საზოგადოებისთვის“
დავეხმაროთ 8 წლის ობოლ გოგონას, რომელიც გლდანში, ძველ ვაგონში ცხოვრობს
სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს