"მეოცნებეთა" სოლიდური რაოდენობა იუსტიციის მინისტრს ალმაცერად უყურებს"

"ეს ჩვენი მთავრობის უკანასკნელი გაფართხალებაა, რომელმაც საერთო მთავრობის „აჯაფსანდალი" შექმნა. არ მგონია მაღალი თანამდებობის პირებს, ჰქონდეთ დრო და უნარიც, რომ რაიმე შეტევა დაუწყონ ქალბატონ მინისტრს. „ჯერ თავო და თავოო" - ალბათ, ყველას ასეთი განცდა აქვს და ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად იყვნენ მდუმარენი, მათი გამონათქვამები არ აღმოჩნდეს რომელიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის მიუღებელი," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენასა და „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „მეოცნებეთა“ სოლიდური რაოდენობა იუსტიციის მინისტრს ალმაცერად უყურებს, - ცისკარიშვილი

 

„თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენასა და მიმდინარე წლის მაისში მოსალოდნელ შუალედური არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ „რეზონანსი" ანალიტიკოს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. სოსო ცისკარიშვილის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღამ, რომელსაც თავში ქალბატონი მინისტრი ედგა, არათუ გააუმჯობესა რაიმე, არამედ ეს ის თემა არის, რომელიც ქალბატონმა წულუკიანმა ვერ დაძლია, მეტიც, ეს თემა გახდა მიზეზი „ოცნების" ნგრევის პროცესის დაწყებისა. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ არა მხოლოდ ოპოზიციური ძალები, არამედ „მეოცნებეთა" სოლიდური რაოდენობაც ალმაცერად უყურებს იუსტიციის მინისტრს, მაგრამ რაიმეს მის წინააღმდეგ ხმამაღლა ვერ იტყვიან, ვერც პარლამენტარები და ვერც მთავრობის წევრები. ჯერ საკუთარ თავს უფრთხილდებიან, ცდილობენ მიუღებელი არაფერი წამოსცდეთ. „მეოცნებეთათვის" საუკეთესო გამოსავალი თვალების დახუჭვა, ყურების დაცობვა და ენის მოკვნეტვა იქნება“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"კორესპონდენტის კითხვაზე, „ოცნებისთვის" წულუკიანის წასვლა, რამდენად საზიანო იქნებოდა, ცისკარიშვილის თქმით, ეს იქნებოდა, რბილად რომ ვთქვათ, წკლიპურტი, რეალურად კი - ალიყური, კარგი „შემოტკაცუნება" ამა თუ იმ „მეოცნებე" პირის მიმართ. ქვეყანა დღეს ბევრად მეტი გამოწვევის წინაშე დგას. ქალბატონი მინისტრი კი არ აპირებს სუიციდზე ფიქრს. ქალბატონი წულუკიანი „მეოცნებეთა" რიგებში დარჩება და დარწმუნებული ვარ, რომ ის რაიმე მავნე ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი „მეოცნებეების" უმრავლესობა იზიარებს იმ მიდგომას, რომელმაც ლამის მთელი ჩვენი საზოგადოება გადარია. როდესაც მოსამართლეების „საამაყო ათეული" იქნა წინ წამოწეული. სიას, რომელსაც ბეჭედი ჩვენმა „კადრებთუხუცესმა" დაარტყა, იქ თემა დახურულია. ეს ყველაფერი ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს უფსკრულისკენ უბიძგებს“, - დასძენს გამოცემა.

 

"პარტიების გაერთიანება არ არის ადვილი. არჩევნების წინ სადღეგრძელოს სახით არის ხოლმე ასეთი განცხადებები - „გაგვიმარჯოს", "ჩვენ ერთად ვიქნებით". როგორც კი საქმე მიდგება კონკრეტულ პიროვნებაზე, სწორედ ეს ადამიანი აღარ იქნება ამა თუ იმ მიმართულებით არჩეული. არ გვაქვს პოლიტიკური კულტურა და ეს ვერც ექნება იმ ქვეყანას, სადაც დარეგისტრირებულია 250-მდე პოლიტიკური ორგანიზაცია. პარტიები, მოძრაობები... რა ქნას ამომრჩეველმა? როგორ მოიფიქროს, ვინ არის სწორი და ვინ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე?“, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან
გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია
აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან
საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა" - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
ბოლო დღეებში ორი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს- რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები
ბრძოლა ზუგდიდისთვის - საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს
რაში ჭირდებათ თურქებს და აზერბაიჯანელებს მართლმადიდებლური ტაძრები
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ“ - სალომე ზურაბიშვილი
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებმა ქვეყანაში შეიძლება მორიგი დაპირისპირების პროვიცირება გამოიწვიოს
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა
თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე
"ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“
ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან
“საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”
"ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ"
“თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”
რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე