„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია კრძალავს წამებას და სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, იყო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მათი გამოყენების შესახებ“

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს წამებას და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, იყო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მათი გამოყენების შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში.

 

„2017 წელს პარლამენტის წინაშე წარდგენილ ანგარიშში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ წამებისა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას მოსთხოვა 2013-2017 წლებში პოლიციისა და პენიტენციალური სისტემის თანამშრომლების მიერ ამგვარი მოპყრობის 72 ბრალდება გამოეძია“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პროკურატურამ არ გამოავლინა დამნაშავეები. „სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა, რომ ამგვარი საქმეების გამოძიების არსებული სისტემა არც ეფექტურია და არც დამოუკიდებელი. არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი რეკომენდაციით გამოდიან შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რათა გამოძიებული იყოს ბოროტად მოპყრობის ბრალდებები. ისინი კვლავ მოითხოვენ სამართალდამცველების უფრო დიდ ზედამხედველობას“, - წერია ანგარიშში.

 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საია-მ პროკურატურას გამოსაძიებლად ექვსი საჩივარი გადასცა პატიმრებისგან წამების და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის საკითხზე.





მსგავსი სიახლეები
კომპანია „აიისამ“, პროტესტის ნიშნად, ახლადგამოსულ პრეზერვატივებზე ირაკლი სესიაშვილის ფოტო გამოსახა
შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული
"როცა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ, შსს-სთვის მნიშვნელოვანი არ არის ცალკე აღებული ციფრები, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს"
დელფინის მოკვლისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა
"ღირსეული ადამიანები სააკაშვილის დროს ვერ ხვდებოდნენ სასამართლოში, ვერ ხდებოდნენ მოსამართლეები"
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოავლინა
ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს
სქესობრივი ხასიათის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
საბერძნეთის პოლიციამ ატიკას რეგიონში დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი ლიდერი დააკავა
„გაწყდა ბაგირი - მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები“
"ქართული ოცნების" დეპუტატს ქვეყნიდან გაქცეული მამაკაცი ანგარებით სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ბრძანებებით, 2017 წლის მანძილზე ფოსტის 1 545 თანამშრომელზე გაცემულია 6 640 481 ლარის დანამატი
„გენერალური გეგმის მიღება და k2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ისტორიული ნაბიჯია დედაქალაქის სივრცითი განვითარებისთვის“
"ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გაკვეთილი იყო, პირველადი ექსპერტიზა ალბათ, სოხუმში ჩაუტარდა"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა
„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია კრძალავს წამებას და სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, იყო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მათი გამოყენების შესახებ“