სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 

სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში  ახორციელებს.


ყოველწლიურად იზრდება აღებული ნიმუშების რაოდენობა და კონტროლის მასშტაბი. თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია და 500-ზე მეტი ნიმუშს ითვალისწინებს.


ტენდენცია ცალსახაა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს და დარღვევები არ ფიქსირდება. გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში - ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.  გამოწვევად რჩება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონებში. სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი.


სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნება.


უნდა აღინიშნოს, რომ წყლის კვლების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 





მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები."- მამუკა ბახტაძე
„პირველი, რაც გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ, ეგ იყო - სწორედ მაგ პარტიზანების კისერზეა უამრავი ქართველის მტრის განადგურება!“
თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი
„გენიალური რობერტ სტურუას ბრწყინვალე სპექტაკლი "ბედი ქართლისა" აუცილებლად უნდა ნახოთ და მიხვდებით, - რატომ კივიან კასტრატები!“
„ნოდარია დაქნეულო! ტროლები არის სწორედ ეგ, რასაც შენ იყენებ, მაგას ჰქვია მოსახლეობის დატროლვა! გადაეცი ნიკაია დაფერთხილს - 2003 წელი აღარ არის ახლა და აღარ ჭამს ხალხი მაგას!“
„ოცნების“ თავგადაკლული ხალხი რომ დღემდე უმუშევარია და იმ უზრდელი, ენაწაგდებული, ბობოლა ნაცის ცოლი სახელმწიფო სამსახურშია ბედნიერად დასაქმებული, ესაა დემოკრატიის მწვერვალი!“
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს - ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ“
„არსადაა წარწერა, ან ფირნიშები, თუ რა არის ეს? რისთვისაა ასე დაკონსერვებული - იმედი მაქვს, გამოსწორდება ეს ლაფსუსი, რაც ამ ისტორიული ნანგრევების მნიშვნელობას მნახველისათვის გასაგებს გახდის“
მამაკაცის წერილი ქალის შესახებ: - „მათ იციან, რომ მათ გარეშე არ შეგვიძლია, ისინი არიან ისინი''
„ამ ისტორიაში ერორის სარედაქციო პოლიტიკოსები ბიძინას ხელს, ან კიდევ უარესი, ბიძინას ყ..ს ხედავენ“
„იმ გამომგონებელ-აღმომჩენებს, რომლებიც ახლის შეცნობის მიზნით კვლევა-ძიებას ატარებდნენ, მხოლოდ ფულსა და მოგებაზე უნდა ეფიქრათ?“
„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა - ერთი დაიღუპა
„ქართველ სამხედროებს გაუჩნდათ ინიციატივა, საბრძოლო უპირატესობა ეშერის მიმართულებითაც მოეპოვებინათ, მაგრამ თბილისიდან ამის ნება არ მისცეს“
„არც ამ ჟურნალისტების ბრალია, პატრიოტული ქაქის გასაღებით რომ არიან დაკავებულები - ისინი ასაღებენ იმ პროდუქტს, რაც უფრო მოთხოვნადია საზოგადოებისთვის“
დავეხმაროთ 8 წლის ობოლ გოგონას, რომელიც გლდანში, ძველ ვაგონში ცხოვრობს
სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს