გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზად, ნებიერიძემ მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუთითა. თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ იაგო ნებიერიძე არასაპატიო მიზეზით აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე უარს და ის შეგნებულად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, მოსამართლე ლევან დარბაიძემ სხდომის იაგო ნებიერიძის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავს გრძნობს შეუძლოდ, აქვს თავბრუსხვევა, არ შეუძლია გადაადგილება და ითხოვს, რომ პროცესი კვლავ გადაიდოს, რადგან აქვს სურვილი, რომ სხდომას დაესწროს. ის მიუთითებს - მინდა ჩემი სიტყვებიც ვთქვა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გულწრფელად", - განაცხადა პროცესზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ.


მისივე განმარტებით, იაგო ნებიერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი სამსახურის მიერ გადამოწმდა და გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.


„გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. დღეის მდგომარეობით სასამართლოს არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს, რომ სხდომა გადადოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული არასაპატიო მიზეზით უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას", - აღნიშნა მოსამართლემ.

 

სასამართლო სხდომა მოსამართლემ სრულად დახურა.

 

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





მსგავსი სიახლეები
კომპანია „აიისამ“, პროტესტის ნიშნად, ახლადგამოსულ პრეზერვატივებზე ირაკლი სესიაშვილის ფოტო გამოსახა
შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული
"როცა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ, შსს-სთვის მნიშვნელოვანი არ არის ცალკე აღებული ციფრები, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს"
დელფინის მოკვლისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა
"ღირსეული ადამიანები სააკაშვილის დროს ვერ ხვდებოდნენ სასამართლოში, ვერ ხდებოდნენ მოსამართლეები"
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოავლინა
ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს
სქესობრივი ხასიათის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
საბერძნეთის პოლიციამ ატიკას რეგიონში დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი ლიდერი დააკავა
„გაწყდა ბაგირი - მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები“
"ქართული ოცნების" დეპუტატს ქვეყნიდან გაქცეული მამაკაცი ანგარებით სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ბრძანებებით, 2017 წლის მანძილზე ფოსტის 1 545 თანამშრომელზე გაცემულია 6 640 481 ლარის დანამატი
„გენერალური გეგმის მიღება და k2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ისტორიული ნაბიჯია დედაქალაქის სივრცითი განვითარებისთვის“
"ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გაკვეთილი იყო, პირველადი ექსპერტიზა ალბათ, სოხუმში ჩაუტარდა"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა
„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია კრძალავს წამებას და სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, იყო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მათი გამოყენების შესახებ“