"Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა

 

"Turkish Airlines" საბორტე ჟურნალის „Skylife“ მარტის თვის ნომერში თბილისის შესახებ 8 გვერდიანი სტატია დაიბეჭდა.


თურქულ და ინგლისურ ენაზე მომზადებულ სტატიაში თბილისის ტურისტული ადგილები, ძველი ქალაქი, არქიტექტურა, კულტურა და კულინარია არის აღწერილი.


თბილისის შესახებ ჟურნალის „Skylife“ სტატია საშუალებას აძლევს თურქეთის ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნოს.


სტატია თბილისის შესახებ ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქულ ავიახაზებთან თანამშრომლობით დაიბეჭდა.

 

"თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი რაც ვიფიქრე, რას ვნახავდი საქართველოს დედაქალაქში დროის მანქანა, რომ მქონოდა. თუმცა ამ კითხვას პასუხი ნანახით გავეცი. დასკვნა კი ასეთია, თბილისი თავისი კულტურით შენს სულში ისახება. ეს არის ქალაქი თავისი უძველესი ისტორიით, ქალაქი, რომელიც არქიტექტორული სტილით კავკასიის უძვირფასესი ნაწილი იყო და არის.


ქალაქის ხედი თითქოს ჩაგჩურჩულებს მე ვარ თბილისი და ერთი ხედით გაჩვენებს, როგორც  ქალაქის წარსულს, ასევე მომავალს. 


ვის ვნახავდით საქართველოს დედაქალაქში წარსულში რომ გვემოგზაურა?


თბილისის დამაარსებელ ვახტანგ გორგასალს, შოთა რუსთაველს უდიდეს ქართველ პოეტს, რომელმაც თამარ მეფეს ვეფხისტყაოსანი მიუძღვნა, მეფეს, რომელიც საქართველოს საუკეთესო წლებში მართავდა.    


შევხვდებოდით ხუროებს, რომლებმაც ხის აივნები შექმნეს, ფიდელ კასტროს, რომელმაც ფუნიკულიორზე ისადილა, ალექსანდრე დიუმას სამი მუშკეტერის ავტორს, რომელიც  საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა.


როგორც კი მშვიდობის ხიდზე ფეხს დავდგამთ წარსულიდან აწმყოში გადავდივართ."-წერს სტატიის ავტორი, რომელიც საქართველოს დედაქალაქს უკან დაბრუნების იმედით ტოვებს. 

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აგვისტოს 17:00 საათისთვის
"ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები, კობი-გუდაურის მაგისტრალის თაობაზე, დემაგოგიის ელფერს ატარებს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში"
რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს მთავრობას სიღარიბისა და უთანასწორობის დასაძლევად
"ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში" - გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 აგვისტოს17:00 საათისთვის
"გადასახადების დაგროვების მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს" -ფინანსთა მინისტრი
"იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში, ჩვენ კი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ" - ნათია თურნავა
"ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე" - მამუკა ბახტაძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავის მაშტაბურობით" - გიორგი ცუცქირიძე
"ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის"- ფინანსთა მინისტრი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 აგვისტოს 17:00 საათისთვის
ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა
"მთავარი, არა ზრდის ან კლების მაჩვენებლებია, არამედ ის პოტენციური ზარალი, რაც რუსეთის მხრიდან ტურიზმზე ავია სანქციებმა გამოიწვია"
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზად ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის კორუფციულ გარიგებას ასახელებს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 აგვისტოს 17:00 საათისთვის
„თუ ანაკლიის კონსორციუმმა ვალდებულებების ნაწილი 15 ოქტომბრამდე ვერ შეასრულა, ხელისუფლება იძულებული იქნება, ინტერესთა გამოხატვა ხელახლა გამოაცხადოს“