„სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აყენებენ საკითხს, თითქოს ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები - ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია“

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. როგორც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან აქტიურია ყველა სფეროში, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ და სამეცნიერო საკითხებში.


 
,,ტრადიციულად ჩვენ გვქონდა მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და  დღესაც ვავითარებთ მას. ამ ეტაპზე ჩვენს ასამბლეაში ყალიბდება საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი აზარიანი იქნება, ასამბლეის ვიცესპიკერი. ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გავძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხებში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან, ისეთ საკითხში, რომელიც  საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება. მთანი ყარაბახის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი  მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ეს მომდინარეობს ყველას ინტერესიდან", - აღნიშნა მირზოიანმა.

 
ეროვნული კრების თავმჯდომარის თქმით, სომხეთის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბაქოში ვიზიტის დროს გაჟღერებულმა ზოგიერთმა ფორმულირებამ. სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა კონფლიქტი თავისებურად სპეციფიურია და მათ გადასაწყვეტად ერთი რაიმე ზოგადი ფორმულის გამოყენება არ არის სწორი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარლამენტების ურთიერთთანამშრომლობა. ,,თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონფლიქტები, ალბათ, ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


 
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც კანონის შესაბამისად, ასევე, ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა. ,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა. სამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი,  რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში. მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ. თუ არა, მაშინ ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ: ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მხოლოდ სიტყვიერი განაცხადებია.


 
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება. ასე რომ, ამ კუთხით, მე მგონია, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის არაფრის ახსნა გვჭირდება, რომ ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკა, რომ მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და ასევე, ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არაა, მაგრამ, რომლის გადმოტანა შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, ისიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრაზე.





მსგავსი სიახლეები
„პირველად მყავდით ეთერში, მით უმეტეს, ამ დოზით და უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ“
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
ღია წერილი ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კოჰაბიტირებულ პოლიტ-ელიტას
"თუ ბიძინას დამარცხება და შავგულიძის მხარდაჭერა გსურთ, ბატონო პრეზიდენტო, – ჩუმად ბრძანდებოდეთ - 2008 წელს, ტოქსიკურად მიჩნეული ფიგურები კახა ბენდუქიძე, გიგა ბოკერია გაჩუმდნენ“
„ძალიან მაკვირვებს ადამიანების დამოკიდებულება „ევროპული საქართველოსადმი“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ე.წ. დანაყოფში არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივი რეჟიმის იდეოლოგები იყვნენ – ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა“
„რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია“
„ისტორიას, ალბათ, არც ახსოვს, ამისთანა სამარცხვინო ოჯახს ემართოს რომელიმე ქვეყანა“
„გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის“
„პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოიკრიფონ ძალ-ღონე, გადალახონ კონფორმიზმის ზღურბლი და მიიღონ სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება!“
„მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში“
„დიდი განხეთქილება სექტაში - გვარამიამ ერთმორწმუნეთა საზოგადოებაში შემოაგდო იდეა, რომ სააკაშვილი ბელადი არ არის, როგორც ბრმადმორწმუნე მიშისტებს ჰგონიათ, არამედ, პოლიტიკური ლიდერია“
„მოსახლეობის უმრავლესობა ცუდი ვითარების გამომსწორებელს ოპოზიციაში ვერ ხედავს - ამიტომ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მმართველ გუნდს დაუჭერდა მხარს“
ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს
"31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას"
უკრაინაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა
„აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს - ვშიშობ, შეშფოთების საგანი ისევ ძალაშია“
"იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირებაა" - მამუკა მდინარაძე
შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა