“მოსამართლეების ძველი სია პარლამენტში ვერ გავა” - ნუკრი ქანთარია

“პარლამენტში დაწყებულია იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. უმრავლესობაში განწყობა არის, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ისეთი, რომ მთელი ამ პროცესის საბოლოო ეტაპი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. უნდა შევარჩიოთ ისეთი მოსამართლეები საზოგადოების ფართო მონაწილეობითა და გამჭვირვალედ, რომლებიც თავიანთი ცოდნით, კომპეტენციით, ნდობითა დ ღირსებით იმსახურებენ იმას, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ჰქვია. ამ პროცესის კულმინაცია იქნება თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება, როდესაც პულტს მიაჭერს ხელს”, - აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ნუკრი ქანთარია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნუკრი ქანთარია: “ღარიბაშვილთან “ოცნების” დიდი შეხვედრა აუცილებელია” / “მოსამართლეების ძველი სია პარლამენტში ვერ გავა”.

 

“ეკა ბესელიას თავისი პოლიტიკური პროცესი აქვს და გასაგებია. მისი კანონპროეტის გარდა კიდევ არსებობს მეორე კანონპროექტი, მესამეც და ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ რაც უფრო დიდი სია შემოვა პარლამენტში, მით უფრო აიმღვრევა სიტუაცია. ეკა ბესელიას კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურსანტთა გრძელ სიას. მე ვფიქრობ, სათითაოდ ამ რაოდენობის კანდიდატების განხილვაც კი ვეღარ მოესწრება - ეს პირადადაც ვუთხარი. რაც შეეხება იმ სიას, რომელიც ერთხელ უკვე შევიდა პარლამენტში, არა მგონია, ვერ წარმომიდგენია, რომ გავიდეს. ისინი იმდენად არიან გაშავებული, მათი იმიჯი იმდენად დაზიანებულია, რომ მათი გათეთრება შეუძლებელი მგონია. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მოსამართლეებმა დუმილი დაიცვან, ვიდრე ყველა საკითხზე შევიდნენ დისკუსიაში და ამ ფორმით თავი დაიცვან. ახლა მათთვის დუმილი გაცილებით სასარგებლო იქნება, ვიდრე დისკუსია. ეს საერთო ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.

 

“რაც შეეხება უმრავლესობის შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან, ჯერ არ ყოფილა. რატომ, ვერ გეტყვით. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ასეთი შეხვედრა იქნება. სხვანაირად მისი პარტიაში მოსვლა ვერ წარმომიდგენია, თუ არ მოხდა შეხვედრა და საუბარი. მას აუცილებლად დასჭირდება გარკვეული დასკვნების გამოტანა, რადგან ის გარკვეული ფუნქციით შემოვიდა. მე მგონი, ეს პოცესი წინ არის. შეიძლება ვინმეს შეხვდა, ვერ გეტყვით, მაგრამ დიდი შეხვედრა ჯერ არ ყოფილ. ისე, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ცნობილია - მე ძალიან პოზიტიურად ვუყურებს მის დაბრუნებას”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დათო მაღრაძის “დაიცავი საქართველოს” აღდგენას როგორც უყურებთ, თუ იყო უმრავლესობაში ამაზე საუბარი? მათ მართლაც აქვთ უსამართლობის განცდა, რომ ქვეყანაში რაღაც ისე ვერ არის?” - პასუხობს:

 

“დათო მაღრაძე ჩემი მეგობარიც არის, ნათესავიც და რაც მთავარია, კარგი პოეტი. ჩემთვის ძვირფასი ადამიანია... საერთოდ ყველას მოვალეობაა, რომ დაიცვას ქვეყანა, ძალიან კარგი საქმეა ზოგადად საზოგადოების გააქტიურება. თავის დროზე ეს მოძრაობა რომ შეიქმნა, ძალიან რთული იყო. მაშინ ასეთი მარტივი არ იყო გამოსვლა და ამ ყველაფერზე საუბარი. ჩვენ “ქართული აკადემია” დავაარსეთ, მათ - “დაიცავი საქართველო”, ეს საოცარი დღეები იყო. თავისუფალი სიტყვა მაშინ შეიძლება სიცოცხლის ფასი დაგჯდომოდა ადამიანს. დღეს, რასაკვირველია, ეს რეალობა შეცვლილია, თუმცა სამშობლოზე ზრუნვა ყოველთვის არის საშური საქმე. ვნახოთ, ეს მოძრაობა როგორ ფორმას მიიღებს, ხომ არ მოხდება მისი პოლიტიკურ კონიუნქტურაში გახვევა...”





მსგავსი სიახლეები
“ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს...”
“გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!”
"ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება
ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე
ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომის საფრთხე მოლდოვაში
"ისინი ხმებს ძირითადად მაინც „ოცნებას“ წაართმევენ " - ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში
“მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც”
ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე
“ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი” - პაატა ზაქარეიშვილი
იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა
ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
“ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე
ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას
13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება
რა ხდებოდა ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რას გეგმავენ აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს
“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან
გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია
აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან
საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”