დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - ვინ აპირებს შურისძიებას გუშინდელი ტერაქტისთვის

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ალ ნურის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათეულობით მლოცველი დაშავდა. თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - ის 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი აღმოჩნდა.


მან თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები Facebook-ის საკუთარი გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტერორისტი მეჩეთთან იარაღით სავსე მანქანით მიდის, რომელშიც პატრიოტული ხასიათის სიმღერებია ჩართული. კადრში ასევე ჩანს, რომ მანქანაში არსებულ დაახლოებით 6 იარაღს, რომელიც მოგვიანებით მან ადამიანების დასახოცად გამოიყენა, თეთრად წარწერები აქვს გაკეთებული. წარწერებს შორის ქართულ ასოებს მოკრავთ თვალს - მათში საქართველოს უძლეველი მეფისა და მხედართმთავრის დავით აღმაშენებლის სახელიც იკითხება, მის გვერდით კი თამარ მეფის მეუღლისა და მთავარსარდლის დავით სოსლანის სახელი წერია. იარაღზე ასევე იკითხება რუსი საზღვაო მხედართმთავრის, გენერალ-ადიუტანტ დიმიტრი სენიავინის სახელი. აღსანიშნავია, რომ მან ათონისა და დარდანელის ბრძოლაში თურქებზე გა-მარჯვება მოიპოვა. იარაღზე ასევე დატანილია მარკო მილიანოვის - ცნობილი მონტენეგროელი მწერალისა და სარდლის სახელი, რომელიც სერბეთის ეროვნული გაერთიანებისა და ოსმალეთის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა. კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სახელი იკითხება იარაღზე, ბრიტანელი ადმირალი, ედვარდ კოდრინგტონია, რომელიც 1827 წლის 20 ოქტომბერს საბერძნეთის რევოლუციის დროს ნავა-რინოს ყურეში მიმდინარე საზღვაო ბრძოლაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც ბრიტანულმა, ფრანგულმა და რუსულმა საზღვაო ძალებმა ოსმალეთის იმპერიისა და ეგვიპტის გაერთიანებული ძალები გაანადგურეს. სავარაუდოდ, ეს სახელები ტყვის მჭიდებზე სწორედ იმიტომ მოხვდა, რომ მათ ყველაზე დიდი ბრძოლები გადაიხადეს მაჰმადიანურ სამყაროსთან.

 

საინტერესოა, რომ თავდამსხმელი ბრენტონ ტარანტმა მეჩეთზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე 87-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც როგორც საკუთარ პიროვნებაზე, ასევე თავდასხმის განხორციელების მოტივზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ ბევრი თავდამსხმელის ისტორიით არის შთაგონებული - მათ შორის ბრეივიკის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობით (2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა). კითხვაზე, თუ რატომ აპირებს მასშტაბური თავდასხმის განხორციელებას მეჩეთზე, წერს: „იმისთვის, რომ შური ვიძიო დამპყრობლებზე, რომლებმაც ევროპის მიწებზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს. რათა შური ვიძიო მილიონობით ევროპელის დამონებისთვის, რომლებიც მუსლიმ დამპყრობლებს ევროპული მიწებიდან მიჰყავდათ. იმისთვის, რომ შური ვიძიო იმ ათასობით ევროპული სიცოცხლისთვის, რომელიც მათ ტერო-რისტული აქტების განხორციელებისას შეიწირეს“. 

P.S. გუშინდელი ტერაქტის შემდეგ დღეს გავრცელდა ჯიჰადისტების მუქარა: "ჩვენ ძალიან მალე ვიძიებთ შურს თქვენზე".

„კვირის პალიტრა“

 

მანქანის გამტაცებელმა გაიარა ექვსი კვარტალი, გადავიდა სტოკჰოლმის მთავარ ქუჩაზე - დროტნინგეტენზე და ტროტუარზე ხალხის გატანა დაიწყო. შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 11 წლის გოგონა, ებბა აკერლუნდი.  თავდამსხმელის მტკიცებით,  მისი სიცოცხლისთვის შურისძიებაც გახდა ახალ ზელანდიაში მომხდარი სასაკლაოს ერთ-ერთი მიზეზი. შვედეთის სამართალდამცავებმა მალევე დაააკვეს უზბეკეთის მოქალაქე, რახმატ აკილოვი, რომელმაც აღიარა დანაშაული. 2018 წლის 20 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე აკილოვმა განაცხადა, რომ სატვირთო ავტომანქანით, მკვლელობის მიზნით შეეჯახა ხალხს, რათა თავისი წვლილი შეეტანა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. იმისთვის, რომ ევროპულ მიწებზე მიგრაციის მაჩვენებელი შევამცირო დაშინებითა და მათი ფიზიკური განადგურებით". ამავე მიმართვაში ლაპარაკია იმაზეც, რომ შურისძიება კონკრეტულად უკავშირდება 2017 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტს, რომლის დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც მძღოლმა თავდასხმისთვის გამოიყენა, ჯერ ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, მერე კი სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.




მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა
ხატია დეკანოიძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მოლდოვის პოლიციის უფროსად ინიშნება - იგი ამ ქვეყანას მხოლოდ ექსპერტული რჩევებით დაეხმარება
წინასწარი დასკვნის თანახმად, მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის შეცდომები გახდა
სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
უკრაინაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიევის პეჩორსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უარი თქვა
პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობს - სიის თავში მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნომერი დავით საყვარელიძეა
კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხმების 70.96 %-ით ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა
„ევროკავშირი მზად არის, მოლდოვას დემოკრატიულად ლეგიტიმურ მთავრობასთან იმუშაოს“
ლონდონში ლესბოსელ წყვილს ავტობუსში მამაკაცთა ჯგუფი თავს დაესხა
„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, ის კარგი მსახიობია, მაგრამ სახელმწიფოებრივი საქმეებით რომ დაკავდე, სხვა თვისებებია საჭირო“
მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა?
ალაბამის შტატის ქალაქ კარბონ ჰილის მერი გეების დახოცვის მოწოდებით გამოვიდა
„ტრამპი ამერიკაში, ვიქტორ ორბანი უნგრეთში, მატეო სალვინი იტალიაში, მარინ ლე პენი საფრანგეთში და ნაიჯელ ფარაჟი ბრიტანეთში იგივე რიტორიკას იყენებენ, როგორსაც მე-20 საუკუნის ფაშისტები“
„80 წლის შემდეგ რუსებმა გამოაქვეყნეს სსრკ-ს ისტორიიის ერთ-ერთი სამარცხვინო დოკუმენტის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის და მასზე დართული საიდუმლო პროტოკოლების ორიგინალის ფოტოასლი“
„ტყუილის დაბადების“ სახელით ცნობილი მანიფესტაცია ერევანში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაბადების დღეზე გაიმართა
„ნატაშა კარალიოვა, იქნებ შენც შეგიშვან ისტორიულ სამშობლოში? შენ ამის უფრო მეტი უფლება გაქვს, ვიდრე სააკაშვილს“
ქალაქები, სადაც დასაქმებულები ყოველთვიურად ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ
ინტერპოლმა პედოფილთა ქსელი გაანადგურა - საბავშვო პორნოგრაფია იდებოდა დარქნეტში ვებგვერდზე, რომელსაც 63 ათასამდე გამომწერი ჰყავდა
მსოფლიო ლიდერების აკადემიური ხარისხი
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია