„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს - ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ“

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა სრულიად საქართველოს მართლმადიდებლობის დღესასწაული მიულოცა და მართლმადიდებლობის არსზე იქადაგა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი - მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ისმნან ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია. მსოფლიო პატრიარქის დიმიტრიოსის დროს, ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა, კამათი და მსჯელობა იმისათვის, რომ ეცნოთ ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიის და ჩვენ ვლოცულობთ დიმიტრიოსის სულისთვის. მან პირდაპირ უბრძანა თავის წარმომადგენლებს, რომ უნდა ვსცნოთ საქართველოს ავტოკეფალია. იყო ასეთი კანონოსტი, კანონების მცოდნე ადამიანი მეთერთმეტე საუკუნეში ბალსამონი. საეკლესიო კანონებს ხსნიდა.

 

ეს ბალსამონი ამბობს: ამბობენ, რომ კვიპროსის და საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღეს ავტოკეფალია. იყო მსჯელობა, როდის მიიღეს. - ნეტარი პეტრეს დროს. ჩვენთანაც პეტრე იყო პირველი კათალიკოსი. ანტიოქიაშიც პეტრე იყო. იყო მსჯელობა, რომელი პეტრეა ეს - მეთერთმეტე თუ მეხუთე საუკუნის. მე ვუთხარი, ბალსამონი რომ ამბობს - ამბობენო, ეს იმას ნიშნავს რომ შორეულ წარსულში მიიღო საქართველომ ავტოკეფალია. იყო ასევე საუბარი რომ მსოფლიო საპატრიარქო მოგანიჭებთ ავტოკეფალიასო. მე ვუთხარი რომ ავტოკეფალია მეხუთეში მივიღეთ და თქვენ კი არ უნდა მოგვანიჭოთ, არამედ უნდა სცნოთ. სიგელში ჩაწერილია, რომ უძველესი დროიდან საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. ამ დღეს იყო გადმოცემული ეს სიგელები ავტოკეფალიისა და პატრიარქობის. ეს ორი სიგელი ინახება საპატრიარქოში. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოკეფალია, იმიტომ რომ მთელი კულტურა, ისტორია და ლიტერატურა ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით ჩვენ არ ვიცით. დალოცვილი და გახარებული იყავით“, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.





მსგავსი სიახლეები
„აქციაზე რომ ბიჭები დააკვეს და 500-ლარიანი ჯარიმები დაუწერეს, იმათ მაინც გადაუხადე, უხერხულია - რაშზე ამხედრება რომ გინდა, ფულებს ნუ აგროვებენ სოციალურ ქსელში იმ ხალხის დასახმარებლად!“
გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები ჯერ პოლიციის სამმართველოში არ მისულან - ამჟამად იქ ლევან ვასაძის საქმეზე კიდევ ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს
„რუსეთი იყენებს ლგბტ თემს, რომ განხეთქილება შეიტანოს ქართულ საზოგადოებაში - იმედი მაქვს, ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთი არის ამ სახის პრობლემების მთავარი გენერატორი“
„ირბინეთ ქუჩაში და ებრძოლეთ ლგბტ-ებს, იყურეთ სხვის საცვლებში! გააკეთეთ სხვისი საქმე, აშოვნინეთ ფულები სხვებს - ზოგს რუსული, ზოგს გრანტები, რომ მერე თქვენ გადმოგიგდონ 50 ლარი მაინც“
„გარყვნილება რომ მიუღებელია, ამას ვასაძე არა, ქრისტე გვასწავლის - ისიც გარყვნილებაა, როცა ამ ყველაფერს საკუთარი გათვლებისთვის იყენებ და გულწრფელ ადამიანებსაც აიყოლიებ!“
„ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე უარის თქმას - მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას“
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება
ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას ადგილზევე შემოწმდება - ინიციატივაზე შსს არასამთავრობოებთან ერთად მუშაობს
"საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს" - საქსტატი
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას" დაიწყო
"ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებელია კაცი, რომელიც სიმანდვილეში არაფერზე პასუხისმგებელი არ არის"
“მოგმართავთ ჩემს სამწყსოს, კერძოდ, კაცებს, ვისთვისაც ღმერთი, სამშობლო და ადამიანის ღირსება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, შეუერთდეს ლევან ვასაძის წამოწყებულ მოძრაობას“
„ვიღაცების ფერადი ნიფხვების სადევნად შინიდან არ გავალ - მათაც ხომ ეს უნდათ? ''ტაბურეტით'' რომ ვსდიოთ? ან თავში ცხელი ტაფა ვუთავაზოთ? და მერე გრანტები, ბაბაია, გრანტები, ჩქარა!“
„ამ ორ იდიოტს ჰგონია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ნაწყენი არიან ხელისუფლებაზე, გამოვარდებიან სახლებიდან, მიატოვებენ ყველაფერს და სხვადასხვა მეთოდით ივანიშვილის "კორტნას" დაიწყებენ“
„რა უსუსური, რა არაფრის შემძლე ვარ ჩემი ერთი ლარით - ბევრ რამეს დავთმობდი, რომ ჩემ ქვეყანაში ამდენი უიმედო პაწია, მოზარდი, ხეიბარი და უქონელი ''ერთი ლარის'' იმედად არ იყოს“
„ობერ-შტურმან ფიურერ ვასაძე გინდოდათ ხო? ეგერაა თავისი რაზმებით - ლეგიონია ჩვვენი სახელიო - კი, ლოკალური ფაშისტუკები თითქოს არაა საშიში, მაგრამ ლოკლაური იყო მხედრიონიც“
„ეს არის კორდონების გარღვევის სტრატეგია - ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პატრულირებას, მშვიდად, წყნარად, შიშველი ხელებით, რათა არ ჩაგატარებინოთ გარყვნილების აღლუმი“
„მიუხედავად ყველაფრისა, შესანიშნავად იცოდნენ, რომ მათი ორიენტაცია ნორმა არ იყო და ცდილობდნენ, დაემალათ - ამის გამო ისტორია მათ მწერლებად მოიხსენიებს და ამ რუხ წერტილებს კი პიდარასტებად“