„გენიალური რობერტ სტურუას ბრწყინვალე სპექტაკლი "ბედი ქართლისა" აუცილებლად უნდა ნახოთ და მიხვდებით, - რატომ კივიან კასტრატები!“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმაურება რადიო თავისუფლბის გადაცემას, სადაც მწვავედ გააკრიტიკეს რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი „ბედი ქართლის“ და აქვეყნებს ბლოგს სათაურით - „კასტრატების შოკი“:  

 

"ისტორიკოსების შოკი" - გაისმა კასტრატების კივილი. რა ხდება? - დაინტერესდა საზოგადოება. აუჰ! - გადაირია ხალხი. რობერტ სტურუამ დადგა გენიალური სპექტაკლი - "ბედი ქართლისა", რომელიც ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავს მიეძღვნა და გამოცვივდნენ ულტრალიბერალი თუქსუსები, - ეს რა ქნაო, პოლიტკორექტულობა არ გაითვალისწინაო, ჩვენ, მართალია, თეატრმცოდნეები არ ვართ და სპექტაკლს ვერ შევაფასებთ, მაგრამ ისტორიკოსების შოკი გამოიწვია ამ წარმოდგენამო! დასხდნენ რადიო "თავისუფლების" სტუდიაში და სახელდახელოდ დაიწყეს... ფხანა! ენის!.. თქვენ რა იფიქრეთ?!. "ისტორიკოსების შოკი" - ასე ერქვა იმ ფხანას. ახლა ვნახოთ, ვინ არიან "ისტორიკოსები", რომლებიც სტურუას სპექტაკლმა დაშოკა:

 

გოგი გვახარია - კინოს კრიტიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე;
ლაშა ბაქრაძე - გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2010 წლიდან - საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
ირაკლი ხვადაგიანი - ჟურნალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, 2010 წლიდან - "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი.

 

აი, ეს სამი თუქსუსი დაჯდა და დაიწყო ლაპარაკი სპექტაკლზე, ოღონდ ხაზგასმით ამბობდნენ, ჩვენო თეატრმცოდნეები არა ვართ, ჩვენ "დაშოკილი ისტორიკოსები" ვართო. მაგრამ ისტორიკოსებიც რომ არ არიან?! ამიტომ, მეტი დამაჯერებლობისთვის შეიამხანაგეს ნაცსექტის ფრიდა კოლა - გიორგი კანდელაკი, რომელიც განათლებით... პოლიტოლოგია! აბა, ვინ ისტორიკოსები დაიშოკნენ?! ეს კასტრატები არიან "დაშოკილი ისტორიკოსები"?! გენიალური რობერტ სტურუას ბრწყინვალე სპექტაკლი "ბედი ქართლისა" აუცილებლად უნდა ნახოთ და მიხვდებით, - რატომ კივიან კასტრატები!





მსგავსი სიახლეები
"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! - უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია, დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე“
„დღეს "ალგეთის ლეკვები" გაამასხარავეთ - მინეტი გაუკეთეთ ეროვნულ სიმბოლოს! - არ დაგავიწყდეთ ხშირშირად გამეორება, რომ რუსები ჩვენს ეროვნულ ღირსებას ფეხქვეშ თელავდნენ“
„ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გზა­შია“ - ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდება
უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს
ექიმების შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო
„ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ! - რაც ივანიშვილი გამოჩნდა იქ, გინდათ თუ არა ზოგიერთებს, აბასთუმანს პერსპექტივა გამოუჩნდა“
ძლიერი წვიმების გამო ხარაგაულის რამდენსამე სოფელში გზები დაიტბორა - მეწყერი ჩამოწვა ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე
,,ფრანგებმა ერთ დღეში ნოტრ დამისათვის ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი შეაგროვეს - ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცა ქართული კერძო სექტორი?“
გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია
წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს გაიმართება
თბილისის „მეტროპოლიტენის“ ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
"არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია"
რამდენი ლარია გათვალისწინებული წელს საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში
"რუსთავი 2"-ის მიმართ ლოცვას როდემდე გააძლიერებთ და როდემდე აპატიებთ 20 მილიონ ლარზე მეტს, სანამ გვარამია გინებას არ გააძლიერებს?!“
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უდიდესი სიწმინდეები გადაურჩა ხანძარს, მათ შორის, წმ.დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილი - ჯვარი“
„ასეთ ევროპას ვერაფერი დაემუქრება, ვერაფერი მოერევა და ვერაფერი შეცვლის! და მორჩით ლაპარაკს, რომ ევროპა გვრყვნის!“
„ასეთ ევროპას ვერაფერი დაემუქრება, ვერაფერი მოერევა და ვერაფერი შეცვლის! და მორჩით ლაპარაკს, რომ ევროპა გვრყვნის!“
„თუ რამის აღდგენა გინდათ, გაპარტახებულ სამშობლოს მიხედეთ, თუ აღსადგენი და გასაკეთებელი აღარაფერია?“