საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა

15 მარტს, საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით, ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო The Biltmore-ში გაიმართა. აქსელერატორის მისიაა გამოკვეთოს და განავითაროს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულებები.

 

საქართველოს სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ ბოქოლიშვილის პრეზენტაციაში რამდენიმე მიმართულება იყო წარმოდგენილი: ტურიზმი, მოდის ინდუსტრია, 3D არქიტექტურა და დიზაინი - სფეროები სადაც, ჩვენს ქვეყანას შეუძლია საინტერესო პროდუქტები შესთავაზოს თანამედროვე, მზარდ და სწრაფად ცვალებად სამყაროს. PKF Academies ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრი, დამფუძნებლების დიდი გამოცდილება და კავშირები აქსელერატორის წევრებს თავისი ბიზნეს იდეების განვითარების საშუალებას აძლევს. საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად და ადგილობრივი მეწარმეების ხელშსესაწყობად სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო კონფერენციების ციკლი დაანონსდა: გასტრო ტურიზმი-Supra 2019, არქიტექტურა და არქიტექტურული ვიზუალიზაცია-Urban, მოდის ინდუსტრი-The Sense.

 

კონფერენციებს შემოდგომა-ზამთარში თბილისი და ბათუმი უმასპინძლებენ. სპიკერებად კი შესაბამისი ინდუსტრიების ლიდერები მოგვევლინებიან. აქსელერატორის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, “აწარმოე საქართველოში”, “საპარტნიორო ფონდის”, ბიზნესის წარმომადგენლები.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“