"დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები."- მამუკა ბახტაძე

ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელება და სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

 

„დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები. უკვე წლებია, კლინიკა ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის უკეთესი სერვისების მიწოდებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, სისტემის განვითარებისთვის ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

 

„2019 წელს ჩვენ ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა შევძელით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ რჩება. არის ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიულად უფრო კომფორტულ მიწოდებას, ჩვენი პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით მომარაგების საკითხს და ყველას ვპირდებით, ამ ხარვეზებსაც აუცილებლად გამოვასწორებთ, " - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნას პრემიერ-მინისრი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი კორპუსი დაათვალიერა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღო. კლინიკის ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული. ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში" ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნაც იგეგმება.





მსგავსი სიახლეები
"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! - უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია, დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე“
„დღეს "ალგეთის ლეკვები" გაამასხარავეთ - მინეტი გაუკეთეთ ეროვნულ სიმბოლოს! - არ დაგავიწყდეთ ხშირშირად გამეორება, რომ რუსები ჩვენს ეროვნულ ღირსებას ფეხქვეშ თელავდნენ“
„ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გზა­შია“ - ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდება
უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს
ექიმების შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო
„ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ! - რაც ივანიშვილი გამოჩნდა იქ, გინდათ თუ არა ზოგიერთებს, აბასთუმანს პერსპექტივა გამოუჩნდა“
ძლიერი წვიმების გამო ხარაგაულის რამდენსამე სოფელში გზები დაიტბორა - მეწყერი ჩამოწვა ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე
,,ფრანგებმა ერთ დღეში ნოტრ დამისათვის ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი შეაგროვეს - ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცა ქართული კერძო სექტორი?“
გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია
წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს გაიმართება
თბილისის „მეტროპოლიტენის“ ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
"არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია"
რამდენი ლარია გათვალისწინებული წელს საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში
"რუსთავი 2"-ის მიმართ ლოცვას როდემდე გააძლიერებთ და როდემდე აპატიებთ 20 მილიონ ლარზე მეტს, სანამ გვარამია გინებას არ გააძლიერებს?!“
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უდიდესი სიწმინდეები გადაურჩა ხანძარს, მათ შორის, წმ.დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილი - ჯვარი“
„ასეთ ევროპას ვერაფერი დაემუქრება, ვერაფერი მოერევა და ვერაფერი შეცვლის! და მორჩით ლაპარაკს, რომ ევროპა გვრყვნის!“
„ასეთ ევროპას ვერაფერი დაემუქრება, ვერაფერი მოერევა და ვერაფერი შეცვლის! და მორჩით ლაპარაკს, რომ ევროპა გვრყვნის!“
„თუ რამის აღდგენა გინდათ, გაპარტახებულ სამშობლოს მიხედეთ, თუ აღსადგენი და გასაკეთებელი აღარაფერია?“