ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება

ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი. დავით სერგეენკოს თქმით, ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა, რაც საცხოვრებელი ფართის გადაცემის რიგითობას განსაზღვრავს. დევნილებს ქულები ენიჭებათ, თუ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ონკოლოგიური ავადმყოფი და სხვა. ქულები ასევე ენიჭება, დევნილ ოჯახს, რომლის წევრიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულა ენიჭება ოჯახს, რომლის წევრიც არის ომი ვეტერანი.

 

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა არსებული მიდგომის გასაფართოებლად, დიალოგისა და კრიტერიუმების გადახედვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.





მსგავსი სიახლეები
"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! - უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია, დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე“
„დღეს "ალგეთის ლეკვები" გაამასხარავეთ - მინეტი გაუკეთეთ ეროვნულ სიმბოლოს! - არ დაგავიწყდეთ ხშირშირად გამეორება, რომ რუსები ჩვენს ეროვნულ ღირსებას ფეხქვეშ თელავდნენ“
„ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გზა­შია“ - ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდება
უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს
ექიმების შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო
„ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ! - რაც ივანიშვილი გამოჩნდა იქ, გინდათ თუ არა ზოგიერთებს, აბასთუმანს პერსპექტივა გამოუჩნდა“
ძლიერი წვიმების გამო ხარაგაულის რამდენსამე სოფელში გზები დაიტბორა - მეწყერი ჩამოწვა ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე
,,ფრანგებმა ერთ დღეში ნოტრ დამისათვის ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი შეაგროვეს - ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცა ქართული კერძო სექტორი?“
გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია
წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს გაიმართება
თბილისის „მეტროპოლიტენის“ ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
"არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია"
რამდენი ლარია გათვალისწინებული წელს საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში
"რუსთავი 2"-ის მიმართ ლოცვას როდემდე გააძლიერებთ და როდემდე აპატიებთ 20 მილიონ ლარზე მეტს, სანამ გვარამია გინებას არ გააძლიერებს?!“
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უდიდესი სიწმინდეები გადაურჩა ხანძარს, მათ შორის, წმ.დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილი - ჯვარი“
„ასეთ ევროპას ვერაფერი დაემუქრება, ვერაფერი მოერევა და ვერაფერი შეცვლის! და მორჩით ლაპარაკს, რომ ევროპა გვრყვნის!“
„ასეთ ევროპას ვერაფერი დაემუქრება, ვერაფერი მოერევა და ვერაფერი შეცვლის! და მორჩით ლაპარაკს, რომ ევროპა გვრყვნის!“
„თუ რამის აღდგენა გინდათ, გაპარტახებულ სამშობლოს მიხედეთ, თუ აღსადგენი და გასაკეთებელი აღარაფერია?“