"ხალხი, ვინც ამ საკითხებს უნდა წყვეტდეს ერთმანეთის წარსულიდან სიბინძურის გამომზეურებით არის დაკავებული"

ანა დილიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 


ის, რაც დღეს ხდებოდა იურიდიულ კომიტეტში მძიმე სანახავი იყო. როცა ქვეყანაში სიღარიბეა, ბავშვების შიმშილი, ადამიანებზე ნადირობა ოკუპირებული ტერიტიროებიდან, მაღალი სიკვდილიანობა და ზოგადი სტაგნაცია, ის ხალხი ვინც ამ საკითხებს უნდა წყვეტდეს ერთმანეთის წარსულიდან სიბინძურის გამომზეურებით არის დაკავებული.

 

ვის პრინციპულად ადარდებს სასამართლო და ვისთვის ეს პოლიტიკურად გამოსადეგია მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ გთავაზობთ გასული წლების რამდენიმე გახმაურებულ, მთელი ეროვნულ მედიაში გავრცელებულ სასამართლოსთან დაკავშირებულ ისტორიულ მომენტებს. ამაზე ბევრად მეტი იყო უდაოდ, მე მხოლოდ რამდენიმე გავიხსენე და ჩამოვწერე. გთავაზობთ, გადავხედოთ იმ პოლიტიკოსებს და ძალებს სასამართლოზე დღეს რომ აქტიურობენ და მიმოვიხილოთ მათი პოზიციები ამ საკითხებზე.


ასე დავადგენთ, პრინციპის საგანია დღეს აქტიურად მოსაუბრე ხალხისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა თუ უბრალოდ პოლიტიკური კონიუქტურა.

 

1. საგამოცდო ტესტების სკანდალი და გამოძიების დაწყება (გამოცდა 2015 წლის 21 ნოემბერს, მამუკა ახვლედიანმა განცხადება ტესტების გაჟონვაზე გააკეთა 02 თებერვალი 2016წ; გამოძიება დაიწყო 25 თებერვალი 2016წ)
2. პრეზიდენტის ვეტო საერთო სასამართლოების კანონზე. ვეტოში გაფრთხილება, რომ სასამართლო და იუსტიციის საბჭო კორპორატიულ სტრუქტურად ჩამოყალიბდება, რომ დაუშვებელი საბჭოში თავმდჯომარეების კონცენტრაცია. ქართულმა ოცნებამ ვეტო გადალახა და შემოთავაზებული ცვლილებები ძალაში დატოვა. (24 იანვარი 2017წ)
3. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება რომ საბჭოში არის ბულინგი (20 ოქტომბერი 2017წ)
4. ნინო გვენეტაძეს უარი რომ მოეწერა ხელი უვადოდ დანიშვნებზე (06 ნოემბერი 2017წ)
5. ნინო გვენეტაძის განცხადება “ძალადობის მსხვერპლი” (06 ნოემბერი 2017წ)
6. ანა დოლიძეს განცხადება სასამართლოში “ადეიშვილის ნარჩენების” შესახებ (06 თებერვალი 2018წ) 
7. ანა დოლიძეზე ფიზიკური თავდასხმა, განცხადება “ჯგუფური ჩაგვრა” (19 თებერვალი 2018წ)
8. ხმაურის ფონზე მიმდინარე უვადო დანიშვნები, ანა დოლიძის კოლექტიური აცილება (22 თებერვალი 2018წ) 
9. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკული განცხადება უვადო დანიშვნებზე (22 თებერვალი 2018წ)
10. ანა დოლიძის განცხადება “გაჩერდეს უვადო დანიშვნები” (19 მარტი 2018წ)
11. ნაზის ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის განცხადებები პრობლემებზე უვადო დანიშვნებში. ეს კეთდებოდა თითქმის ყოველ ორშაბათს ( მაგ.18 თებერვალი 2018წ; 10 თებერვალი 2018წ)
12. ანა დოლიძის განცხადება ვანო ზარდიაშვილი მეუღლის თინა აბრალავას საბჭოში საქმიანობის შესახებ (16 აპრილი 2018წ) 
13. უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა (02 აგვისტო 2018წ)
14. ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შესარჩევ პროცესს წარუდგენს იუსტიციის საბჭოს და ის და ანა დოლიძე შესაბამის კამპანიას იწყებენ (18 დეკემბერი 2018წ).





მსგავსი სიახლეები
„ვაუქმებთ პატრულირებას“, - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
"მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია, რაც პოლიციას უნდა შეატყობინონ"
წნორში ყოფილი წისქვილკომბინატის შენობა დაიწვა, რომელსაც ინდოეთის მოქალაქეები ხორბლის და ქერის შესანახად იყენებდნენ
თურქეთში, ანტალიაში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები
მთავრობის ადმინისტრაციასთან, წუხანდელ აქციაზე დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაო დააკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საზოგაოებას მოუწოებს
„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
„მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა?“
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
„ერთი თვის წინ პროკურატურიდან მივიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მეუბნებიან, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემი პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა კანონის სრული დაცვით“
მთავრობის კანცელარიასთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული - ერთ-ერთი გურამ ფალავანდიშვილის შვილია
თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო „ასკონა ჰოლტი“ პაატა ბურჭულაძის საქმეზე გენერალური პროკურორისგან პასუხს ითხოვს
5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
ნიკა გვარამიამ რუსთავი-2-ს დავალება მისცა, გიორგი გახარიას პოლიტიკიდან გასაძევებლად იპოვონ კომპრომატები - ვიდრე გახარია იარსებებს, არჩევნებს ვერასოდეს მოვიგებთო!
„პირადად მე მზად ვარ, მივიღო ეს ადამიანები ჩემთან, ეპარქიაში და პირისპირ, გულდასმით ავუხსნა, თუ რატომ არ შეიძლება ჩატარდეს ეს მარში თუ აღლუმი ჩვენს სამშობლოში“
„არ შეიძლება, ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! - არ მიკვირს, განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი“