აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზე ჩაუტარებენ

ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1 აპრილიდან დაინერგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ უკვე შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას "ლიბერალი" უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

შსს-მ ნარკოტესტირებისთვის 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი უკვე იყიდა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება კი ნერწყვის საშუალებით დადგინდება.

 

კერძოდ, ნარკოტესტით შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა მძღოლი: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის) ზემოქმედების ქვეშ.

 

ტესტირებისას ნერწყვის შეგროვებისთვის საჭირო დრო 3 წამი იქნება, რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში; რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით.

 

მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა.





მსგავსი სიახლეები
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას სროლა მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
„მიმდინარე გამოძიების მასალის გასაცნობად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა“
„რატომ დაინტერესდნენ ეს ადამიანები 13 წლის შემდეგ ჩემი დაკითხვით - მე აუცილებლად მივიღებ ამ გამოწვევას და შემდეგ განცხადებებში ვიქნები უფრო ადეკვატური“
საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი
„მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, რომ საქმე ამოსული იყო უზენაეს სასამართლოში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე“
პროკურატურა ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვენეციის კომისიის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს
"ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი"- გიორგი გახარია ავტოავარიებზე
შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს
"თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება"
„დილით რომ ბათუმისკენ მიმავალს ველოსიპეტიანი კაცი შემხვდა, ისევ ის არ იყო...თან გურული და ამ კაიფს გაუშვებდა ხელიდან“
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევისას 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა
"პირველად მესმის, რასაც ახლა მეუბნებით - ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს“
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
"დღეს ვიშლებით იმ პირობით, რომ ჩვენ თანასოფლელს გამოუშვებენ, რომელიც აქციის მსვლელობისას დააკავეს - თუ არ გამოუშვებენ, ამ საღამოსვე შევიკრიბებით და აქციას გავმართავთ"
ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა