"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა" - მამუკა ბახტაძე

საფინანსო შეთანხმების „უნარების განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში, საქართველო ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც დაანონსებულია.

 

„ევროკომისართან და მის გუნდთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კერძოდ კი, რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობას. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და ბუნებრივია, ამ ურთიერთობების დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულ შეხვედრას, გასული წლის 21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა ფორმატი, როდესაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, ევროკომისრებთან ერთად განგვეხილა დამატებითი პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ რამდენიმე წელია, ვსარგებლობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და კარგი შედეგები. პირველ რიგში, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ დინამიკაზე, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ევროკავშირია საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის ბაზარზე და ამავე დროს ფართოვდება საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი“,- განაცხადა ბახტაძემ.


პრემიერის თქმით, „სასიხარულოა, რომ 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე და ისინი თავიანთ პროდუქციას ყიდიან წარწერით - Made in Georgia, რაც განსაკუთრებით საამაყოა .


„მე მინდა თითოეულ ამ კომპანიას მადლობა გადავუხადო. ჩვენს მეწარმეებს ეზრდებათ მოტივაცია, რათა აწარმოონ ევროპული ხარისხის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ევროკავშირის ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე ევროპულ ბაზარზე შეგვიძლია გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი. ამასთან ერთად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე, რომლის გატანასაც შევძლებთ სამომავლოდ ევროპის ბაზარზე. ევროკომისიის დახმარებით, შევიმუშავეთ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ექსპორტის განვითარების არა მხოლოდ ზოგადი სტრატეგია, არამედ ამავე დროს, სამოქმედო გეგმა თითოეული პროდუქტის მიხედვით“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მამუკა ბახტაძემ ევროკავშირს მადლობა ქართველი ხალხის სახელითაც გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს.

 

„მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც იჩენს ევროკავშირი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მიმართულებით, მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება „უნარების განვითარების მხარდაჭერაზე“, რომლის ფარგლებშიც, საქართველო მიიღებს ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას. ჩვენი მოსახლეობის დასაქმება, ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის ის მოკლე გზა, ამ გამოწვევის დაძლევისკენ. შესაბამისად, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც იცით, რომ პროფესიულ განათლებას აქვს განსაკუთრებული ადგილი. ჩვენ ყველა რესურსს მივმართავთ იმისკენ, რომ განათლება გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი”,- განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
„ლევან ვასაძე არასდროს ყოფილა ყალბი, არასდროს უთამაშია "პატრიოტი", არ მახსოვს მისი ტყუილი, ვინმესთვის ეღალატოს, სამართლიანი იყო და სუსტების დამცველი, ჩხუბიდან არ გაპარულა და მეტოქესთვის ზურგი არ შეუქცევია“
„ეს კაცი საქართველოს მტერია! ამ კაცის სიტყვებია: ''ქართველი ადამიანი არ არის'' - მაინტერესებს, ამასთან მეგობრობა როგორ შეიძლება“
„რისი დამხარჯავი ხარ, არ ვიცოდე მაინც, რომ ვალები გაქვსო“ - ივანიშვილი ლევან ვასაძეს დაპირდა, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის 15 მილიონ დოლარს მისცემს
"საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ" - ირაკლი კობახიძე
"ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ პროგრესზე ვართ ორიენტირებულები" - მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე
"ერის ზნეობა უპირველესია, რადგან ზნეობა დაკარგული ერი და ქვეყანა, ვერ შექმნის ვერაფერს ღირსეულს და ღირებულს"
„არ მაინტერესებს ვასაძეს პრორუსულობა, თავიდანვე იყო ცნობილი მისი საგარეოპოლიტიკური სიმპატიები... მე მაინტერესებს - ვინ დგას ამ ლგბტ თემის აგორების უკან? ვინ ამწვავებს ამ საკითხს?“
„რუსეთი მოლდოვას თემას სამეზობლო პოლიტიკაში გამოიყენებს“
„რაინდი ემზადება პოლიტიკური პარტიის ლიდერობისთვის, 2020-ში მესამე ძალად უნდა მოგვევლინოს - არც ზედმეტი ფულის დახარჯვა მოუწევს, პირდაპირ პატრიოტულ მოტივებზე გამოიყვანს ქუდზე კაცს“
„დაგვეხმარეთ, უკუვაგდოთ იმ ჭაობის გავრცელება, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს - დაგვეხმარეთ, შევაკაოთ გლობალისტები, რომლებიც დაბუდებულნი არიან აშშ-ის საელჩოში“
„რაზმები რომ შეიქმნა ერთხელ საქართველოში, მერე 15 წელი მოვუნდით იმ რაზმების დატრიალებული ამბების გამოსწორებას - ეგ რაზმებია, რომ ღუპავს ქვეყანას“
„მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში - მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც იმ პირობით, რომ ისინი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებენ“
„პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას"
„ორივე, მომწყობიც და დამშლელიც, ერთ საქმეს აკეთებს: ლგბტ გრანტს მიიღებს, კონტრაქციის მომწყობები ქულებს ჩაიწერს დედარუსეთში და ახალ ძალად დაანონსდებიან ქათმებთან მებრძოლი ნეფხვები!“
„ლევან ვასაძე ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც აქვს საჭირო რესურსი და რეიტინგიც, რომ ნაცების და ოცნების პოზიციები შეავიწროოს, მაგრამ დროზე ადრე გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე და არასწორი თემით“
„პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯის საკითხზე აქციას მართავს და წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს
ზურა გაჩეჩილაძე, იგივე „შონზო“, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში წევრიანდება
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება
"ამ შემადგენლობამ გაასამართლა სააკაშვილი, ხელისუფლება და საკვანძო ფიგურები "
პრემიერ-მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს?