„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობას, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელებს უქმნის შესაძლებლობას, კონკურსში შემოვიდნენ“

რატომ დებთ კანონპროექტში წინაპირობად ისეთ ჩანაწერს, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებს უქმნის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას,- ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარლამენტის სხდომაზე მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის 6 წევრის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. ბესელიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში არ არის გათვალისწინებული ის შენიშვნები, რომელიც საკომიტეტო განხილვისას მასში შევიდა.

 

„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობად ისეთ ჩანაწერს, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებს უქმნის შესაძლებლობას, რომ კონკურსში შემოვიდნენ. რატომ აკეთებთ ისეთ მოდელს, რომლითაც აკნინებთ პარლამენტს, ართმევთ მას არჩევანის შესაძლებლობას ფართო სიის შემთხვევაში და რატომ აძლევთ იუსტიციის საბჭოს ესოდენ განუსაზღვრელ ძალუფლებას, რატომ შემოგაქვთ ისეთი მოდელი კენჭისყრების, რომლის მსგავსი არ არსებობს არც ერთ დემოკრატიული ქვეყნის მოდელში, არცერთი წარმატებული ქვეყნის მაგალითი რატომ არ არის გამოყენებული, რატომ არ არის არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია მხედველობაში მიღებული, რატომ არის შემოღებული ამდენი ეტაპი იუსტიციის საბჭოს მიერ სიის გაცხრილვის მიზნით და რატომ არის ფარდობითი კენჭისყრა, რომელიც რეალურად პარლამენტს არ აძლევს შესაძლებლობას მიიღოს გრძელი სია. რატომ არის გამოცდა წინაპირობად ჩადებული მაშინ, როდესაც თქვენც მიეცით ხმა იმ ცვლილებას, რომლითაც უზენაესი სასმართლოს მოსამართლე, თუ ჰქონდა მას საკმარისი, მინიმალური გამოცდილება მაინც და მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, გამოცდისაგან ათავისუფლებს კანონი, როდესაც უვადო განწესება ხდება იუსტიციიის საბჭოს მიერ. რატომ ჩაიკეტა ეს წრე და რატომ არის ასეთი ყველაზე სახიფათო მოდელი არჩეული, რომელიც არ ეყრდნობა არც ერთ საერთაშორისო პრაქტიკას და კარგ გამოცდილებას და ბოლოს, რატომ არის რეგლამენტის მუხლი დარღვეული, 107-ე მუხლით, სად გააქრეთ ჩვენი შენიშვნები, რომელიც კომიტეტზე გამოითქვა და რომელთაგანაც არც ერთი არ არის ასახული შენიშვნების ფურცელში. რატომ არის დარღვეული ყველა ის პრინციპი, რომელიც უნდა ქმნიდეს შესაძლებლობას, რომ პარლამენტმა მიიღოს ეს გრძელი სია და ბოლო კითხვა, კიდევ ერთხელ გეკითხებით საჯაროდ, მიგაჩნიათ თუ არ რომ კონსტიტუციის დაცვით მოხდა დეკემბრის ბოლოს, გასულ წელს, 10-კაციანი სიის გამოგზავნა პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, -განაცხადა ბესელიამ.





მსგავსი სიახლეები
„ორივე, მომწყობიც და დამშლელიც, ერთ საქმეს აკეთებს: ლგბტ გრანტს მიიღებს, კონტრაქციის მომწყობები ქულებს ჩაიწერს დედარუსეთში და ახალ ძალად დაანონსდებიან ქათმებთან მებრძოლი ნეფხვები!“
„ლევან ვასაძე ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც აქვს საჭირო რესურსი და რეიტინგიც, რომ ნაცების და ოცნების პოზიციები შეავიწროოს, მაგრამ დროზე ადრე გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე და არასწორი თემით“
„პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯის საკითხზე აქციას მართავს და წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს
ზურა გაჩეჩილაძე, იგივე „შონზო“, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში წევრიანდება
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება
"ამ შემადგენლობამ გაასამართლა სააკაშვილი, ხელისუფლება და საკვანძო ფიგურები "
პრემიერ-მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს?
"სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი"
„ჩინური ტვირთების გარეშე ანაკლიის პორტი ეკონომიკურ კატასტროფად გადაიქცევა - ხოლო თუ ტვირთების მოზიდვის ვალდებულებაც სახელმწიფოს აკიდეს, საერთოდ, კრახი შეიძლება მივიღოთ“
„კობა დავითაშვილი მთელი ომის მანძილზე, 92-93 წლებში, ფრონტის წინა ხაზზე იყო არტილერისტად და არასდროს ამაზე არაფერი დაცდენია თავისი პოლიტიკური კარიერის გასამაგრებლად!“
„გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით, მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს“
„საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს - მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს"
პარლამენტის წევრების ძვირადღირებული უცხოური ქონება
პრემიერ-მინისტრის პოსტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი განიხილება
„ღონისძიებები ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის მიერ არ ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ - პერიოდულად საიმიგრაციო სამსახური ასეთ ღონისძიებებს ატარებს“
"საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძობიარეა" - ირაკლი კობახიძე
"როგორც აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს"
"საქართველოში ბიზნესის კეთების მრავალფეროვანი შესაძლებლობებია" - მამუკა ბახტაძე
„შსს არის გადაქცეული დარტყმის მთავარ სამიზნედ, რადგან ნაცმოძრაობა ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს გახარიაში ხედავს“
„ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იგი წარადგინა ევროკავშირში პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში“