"პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს" - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მისი თქმით, მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, პროცედურები და კრიტერიუმები გამოყენებული იქნება ფორმალური კანონიერების ხაზგასასმელად.

 

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს შემდეგი არსებითი საკითხები: კრიტერიუმები; კენჭისყრის ფარულობა, ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე; გარდა ამისა შეიცვალოს ინტერესთა კონფლიქტთან; ხმათა რაოდენობასა და კანდიდატთა რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

"ამ გამოწვევების საპასუხოდ ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის მიღება იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს პროცესი, გაიზარდოს ნდობა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ. სახალხო დამცველს მოსაზრებები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მოსაზრებებს წარვუდგენთ ვენეციის კომისიას, რომელსაც უკვე აღნიშნული კანონპროექტი გადაეგზავნა. იმედი მაქვს, ვენეციის კომისია გაითვალისწინებს ამ მოსაზრებებს. თუმცა, დამატებით, მე, როგორც სახალხო დამცველი, როგორც ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტი, გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას და მივმართავ ეუთოს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე მოამზადოს დასკვნა და მოსაზრება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე შეეხება მართლმსაჯულების საკითხებს, შეისწავლოს კანონპრპექტი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებთან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეუთოს ჩართვა ამ საკითხებში დამატებით ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ოროვე ორგანიზაციასთან და მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ გათვალისწინებული იყოს ქვეყნის კონტექსტი. ჩვენ გვაქვს ექსტრაორდინალური ვითარება და შესაბამისად, გამოსავალიც დროულადაა სანახავი", - განაცხადა ლომჯარიამ.

 

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტი დალოდებოდა ვენეციის კომისიის პასუხს, ვიდრე კანონპროექტის განხილვას დაიწყებდა.





მსგავსი სიახლეები
„ვაუქმებთ პატრულირებას“, - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
"მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია, რაც პოლიციას უნდა შეატყობინონ"
წნორში ყოფილი წისქვილკომბინატის შენობა დაიწვა, რომელსაც ინდოეთის მოქალაქეები ხორბლის და ქერის შესანახად იყენებდნენ
თურქეთში, ანტალიაში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები
მთავრობის ადმინისტრაციასთან, წუხანდელ აქციაზე დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაო დააკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საზოგაოებას მოუწოებს
„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
„მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა?“
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
„ერთი თვის წინ პროკურატურიდან მივიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მეუბნებიან, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემი პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა კანონის სრული დაცვით“
მთავრობის კანცელარიასთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული - ერთ-ერთი გურამ ფალავანდიშვილის შვილია
თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო „ასკონა ჰოლტი“ პაატა ბურჭულაძის საქმეზე გენერალური პროკურორისგან პასუხს ითხოვს
5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
ნიკა გვარამიამ რუსთავი-2-ს დავალება მისცა, გიორგი გახარიას პოლიტიკიდან გასაძევებლად იპოვონ კომპრომატები - ვიდრე გახარია იარსებებს, არჩევნებს ვერასოდეს მოვიგებთო!
„პირადად მე მზად ვარ, მივიღო ეს ადამიანები ჩემთან, ეპარქიაში და პირისპირ, გულდასმით ავუხსნა, თუ რატომ არ შეიძლება ჩატარდეს ეს მარში თუ აღლუმი ჩვენს სამშობლოში“
„არ შეიძლება, ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! - არ მიკვირს, განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი“