"დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერა მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება"

ძალიან მიხარია, რომ დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერა მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსული პროდუქციის გამოფენაზე - Made in Belarus სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა გამოფენა ოფიციალურად, ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსისთან ერთად გახსნა. გამოფენასთან ერთად თბილისი საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმსაც მასპინძლობს, რომელშიც 150-მდე ბელარუსული კომპანია მონაწილეობს.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ მსგავსმა ექსპოზიციებმა და ბიზნესფორუმებმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტივიების შემოსვლა.

 

„დღევანდელი გამოფენის და ბიზნესფორუმის შედეგად კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მივიღებთბელარუსიდან და რაც მთავარია, ვუმასპინძლებთ მეტ ტურისტს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან.დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც შემდგომ წლებში იქნება საქართველოსა დაბელარუსს შორის, ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის როგორც ბელარუსში, ასევე საქართველოში",- განაცხადამამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული გამოფენა კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ქართულიკომპანიებისთვის ბელარუსულ საწარმოებთან საქმიანი კავშირის დასამყარებლად,  არამედ ქართველიმომხმარებლებისთვის, რათა მათ უკეთ გაიცნონ ბელარუსული პროდუქცია.

 

„ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა კარგ ტრადიციად იქცა ჩვენს ქალაქში. ჩვენ და ბელარუსებსგანსაკუთრებით მეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს და ჩვენ ამით ვამაყობთ. დღესსაქართველოში გვეწვია 150 კომპანია ბელარუსიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომჩვენს ეკონომიკურ კავშირებს დიდი პოტენციალი აქვს. მიხარია, რომ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანასშორის იზრდება. ჩვენ დღეს იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. გვაქვსყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა ორ ქვაყანას შორის მინიმუმ გავაორმაგოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ბელარუსული პროდუქციის გამოფენაში - Made in Belarus, რომელიც საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" იმართება, 75-მდე ბელარუსული კომპანია და საწარმო მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ბელარუსული სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ელექტროავტობუსები, ასევე ბელარუსული სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციები, ფარმაცევტული და საკვები პროდუქტები და ა.შ.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“