„მთავრობა მაქსიმალურად იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის განხორციელებით - ასე კონკურსს შალიკოც მოიგებდა ხვინგიაძე!“

საბანკო და საფინანსო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე ანაკლიის თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს:  

 

დღეს ის, რაც ანაკლიის პორტის ირგვლივ ვითარდება, თავისებური პოლიტიკური გამბიტის შთაბეჭდილებას ტოვებს, მოგეხსენებათ გამბიტი საჭადრაკო პარტიის ისეთი დასაწყისია, როდესაც საჭადრაკო დაფაზე თეთრები სწირავენ ფიგურას ან პაიკს შეტევაზე სწრაფად გადასვლის და ბუნებრივია, პარტიის მოგების მიზნით; ამ კონტექსტში საინტერესოდ ჯდება ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებებიც – ხელშეკრულების პირობები თავიდანვე იყო კაბალური, და გამომდინარე პროექტის მნიშვნელობის გამო, ისინი რისკზეც კი წავიდნენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერისას და დღემდე ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულეს, სამაგიეროდ, სრულიად უსაფუძვლოდ ხდება კონსორციუმის „გაშავება“, რომლის მიზანია ბატონი ხაზარაძის ამ პროექტიდანაც ჩამოცილება. ამავდროულად, თავად ბატონი ხაზარაძე აცხადებს, რომ ბანკიდან ჩამოაცილების გადაწყვეტილება თავად მიიღო, ბანკის გადასარჩენად, ხოლო რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მისი გაწევა ასე მარტივად ვერ მოხდება და ის ბოლომდე იბრძოლებს…

 

მართალია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თი ბი სი ჯგუფს აქაც მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს; მაგრამ ჩვენ ვიგებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ წარმოდგენილია 4 ინვესტორი, მათ შორის ამერიკული „კონტი ჯგუფი“, ისეთივე თანაბარი წილით, როგორც არის წარმოდგენილი „თიბისი ჯგუფი“ და აქედან გამომდინარე, ანაკლიიის პორტის თემის ხაზარაძესთან მიბმაც ამ სტრატეგიის ნაწილად მოჩანს.. ნიშანდობლივია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ის მოდელი, რომელიც იქნა სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული, აგებულია კომერციული ოპერატორის მოდელზე, სადაც კერძო კონსორციუმი განახორციელებდა ამ პროექტს, და სახელმწიფო არ აპირებდა ამ პროექტში ფინანსურ მონაწილეობას. იმ დროს, როდესაც კაბალურ პირობებზეა ლაპარაკი, სინამდვილეში კონკურსი გამოცხადებული იყო იმ პირობით, რომ სახელმწიფოს არავითარი ფინანსური მონაწილეობა არ უნდა ჰქონოდა ამ პროექტში, გარდა მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა.


ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან 60 მილიონი ლარი დაიხარჯა იმ მიწების გამოსყიდვაზე, რომელიც შემდგომში უკვე გადაეცა კონსორციუმს. თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც ძირითადად თი ბი სი ჯგუფით იყო წარმოდგენილი, მთლიანად დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ უკვე, გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, კონსორციუმმა მიმართა მთავრობას, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და ამიტომ საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დამატებითი მონაწილეობა. სწორედ ამ მიმართვის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ „საპარტნიორო ფონდი“, ასევე სახელმწიფოს, ანუ ბიუჯეტის დაფინანსებით ამ პროექტში შევიდოდა დამატებითი 100 მილიონი დოლარის ოდენობით. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკურსს ერთი პირობით ცხადდება და არის გამარჯვებული, ხოლო შემდეგ პირობები იცვლება, უმეტეს შემთხვევაში ხდება დაბრუნება და კონკურსის თავიდან გამოცხადება.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმის განცხადებით პროექტის დაახლოებით 60% არის შესრულებული ანუ 2018 წელს ფინანსური დახურვის დასრულებამდე, მისმა აქციონერებმა სამშენებლო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით დაიწყეს. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. მაგრამ თავდაპირველი ხელშეკრულებით უკვე 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო სრული დაფინანსების მოძიება, ამ ვადამ ჯერ 2018 წლის ბოლოს და ახლა უკვე ამ წლის მარტის ბოლოსთვის გადაიწია. აქედან ცხადად ჩანს, რომ კონსორციუმს პრობლემები აღებულ ვალდებულებებთან მიმართებაში, წარმოექმნა ჯერ კიდევ 2017- 2018-წლებში, ხაზარაძის თემის ამოწევამდე. დიდი ბოდიში კონსორციუმთან, მაგრამ როგორც ვხედვათ სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტში კიდევ უფრო მოცულობითია!

 

ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ კონსორციუმს შემოთავაზებული აქვს არა უმსხვილესი მსოფლიო გრანდის „ესესეი მარინის“ შემოსვლა პროექტში, რომელიც 250 პორტის ოპერატორია, რაც თავიდან იყო განცხადებული, არამედ „ესესეი ინტერნეიშენალის“ რომელიც ბევრად მცირე ზომის კომპანიაა, და რაც მთავარია კომპანია ამ პროექტში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 5 ამერიკელი თანამშრომლით!!!. საერთაშორისო აღიარებული პრაქტიკაა, რომ როდესაც სახელმწიფო თავად არ მონაწილეობს ამ ტიპის მსხვილ პროექტებში, კომერციულ მხარეს უზრუნველყოფს კერძო ოპერატორი, და შესაბამისად, ინვესტორის შემოიყვანის მიზანიც სწორედ დაფინანსების მოძიებაა, რამაც უნდა უზრუნველყოს პორტის ოპერირება, მათ შორის, ტვირთების მოზიდვა, და პორტის შემდგომი განვითარება;

 

დღეს კონსორციუმის მხრიდან საერთაშორისო ბანკების თემის აწევაც ზემოთ ნახსენებ კითხვებს აჩენს, რადგან როგორც ირკვევა, ამ პროექტში სტრატეგიული ინვესტორის და არც ერთი გადამზიდავი ხაზის, არ მონაწილეობის გამო, კომერციული რისკები, ანუ ტრაფიკის რისკები არ ყოფილა დაზღვეული, რის გამოც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (EBRD, AIIB, ADB, OPIC) საჭიროდ ჩათვალეს, რომ სახელმწიფომ მისცეს ეს გარანტია, მათ მიერ გამოყოფილი 400 მილიონის საინვესტიციო ვალდებულებებზე“, ეს პირობები კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, და რაც ნიშანდობლივია, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებების შეტანას“, მათ შორის კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევასაც, რაც არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!!!;

 

მიმაჩნია, რომ ამ ახალი პირობების წამოყენებაც, ულტიმატუმისა და თავისებური შანტაჟის ელემენტსაც კი ატარებს, რადგან არის აბსოლიტურად სულ სხვა მოდელი, სადაც კონსორციუმი მთლიანად იხსნის კომერციულ რისკებს, ვიდრე თავიდან იყო საკონკურსო პირობებში გათვალისწინებული. აქ ნაკლებად გამოდგება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ბოლო განცხადებაში ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მაგალითად მოყვანაც, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ხელშეკრულებაში, აქამდეც შევიდა ცვლილებები როგორც კონსორციუმის(16 ცვლილება), ასევე მთავრობის მოთხოვნით(13 ცვლილება); აქ პირიქით, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ პირიქით, მთავრობა მაქსიმალურად იყო დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით; თუ ამ მოთხოვნათა შემდგომ ქრონომეტრაჟს მივყვებით, ასე კონკურს, რეზო ჭეიშვილის ცნობილი მოთხრობის გმირისა არ იყოს, შალიკოც მოიგებდა ხვინგიაძე! თუ სახელმწიფოს უნდა აეღო თავის თავზე ფინანსური და კომერციული რისკებიც, მაშინ ამავე ლოგიკით სახელმწიფო ან თავიდანვე კონკურსს სულ სხვა პირობებით გამოაცხადებდა, ან სულაც თავად იქნებოდა ჩართული ამ პროცესში, თუნდაც საპარტნიორო ფონდის ეგიდით;

 

დარწმუნებული ვარ, არც ამ საერთაშორისო ბანკებთან იქნებოდა პრობლემა, რადგან ისინი ისედაც წარმატებით აფინანსებენ მნიშვნელოვან პროექტებს, თუნდაც სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. მიმაჩნია, რომ მთავარი ინტრიგა ეს არის და კვანძიც აქ იხსნება. დროის სიმცირიდან გამომდინარე, თუ სახელმწიფო არ დათანხმდება ამ ცვლილებების შეტანას ხელშეკრულებაში, მაშინ პროექტის შესაძლო გაჩერება სახელმწიფოს დაბრალდება. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ამ სცენარში კუდიანებზე დევნის და ე.წ. რუსული კვალის აფიშირებით, მაქსიმალურად იქნება ჩართული ოპოზიციური ელემენტი, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და მედია პლათფორმა. სამწუხაროდ, 17 მილიონის საქმის მსგავსად, კითხვის ნიშნები აქაც ბევრია. ფულის სესხებით ამ თანხის ბანკის კაპიტალში შეტანა, არ არის დანაშაული, მაგრამ სესხის გაცემის და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან განხორციელებული პროცედურა, არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც თი ბი სი ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა ჯარიმა მილიონის სახით;

 

დღეს ამ საკითხის განხილვისას რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზეა ხაზგასმა და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს, ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება და ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდება. რაც მთავარია, კვლავ არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი აქვს თუ არა?!, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2007-2008 წლებში ამ სესხის ჩამოწერის შედეგად ბანკი ზარალზე გავიდა, სულ მცირე სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის (გადასახადების შემცირება ან სულაც დამალვა) ანუ ფინანსური თაღლითობის სუნი ასდის!!!

 

ცნობილი „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია თუ არა შეტევაზე გადასვლის მცდელობა და შეიძლება შეფასდეს როგორც ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისათვის;ჩვენის მხრივ, დავძენთ, რომ ეს შემთხვევაც როგორღაც გავს იმ 17 მილიონის საქმეს, რასაც ხაზარაძეს პროკურატურა ედავება „ფულის გათეთრების“ სქემისათვის, როდესაც ხაზარაზემ და კომპანიამ ერთი პატივცემული ექსპერტის შეფასებისა არ იყოს ამ ტრანზაქციით უბრალოდ „ფული მოტეხა“. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი და პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის წარმატებით დასრულება, მით უმეტეს, რომ ანაკლიის პორტი წარმოდგენილია ტრანსევროპული საინვესტიციო და სატრანსპორტო ქსელების პროექტებში, რაც ადასტურებს ხელისუფლების ნებას პროექტის უპირობო მხარდაჭერაზე და მთლიანად გამორიცხავს სხვა გარე, მათ შორის რუსულ ფაქტორსაც!. ყველაზე კარგი კონტრგამბიტიც ეს იქნება! – წერს ცუცქირიძე.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“