„საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება, არის იაფფასიანი სპეკულაცია“

არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს. „თიბისიმ“ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. „ფეისბუქის“ ერთ-ერთ მომხმარებელს მამუკა ბახტაძესთან ჰქონდა კითხვა:მაშინ, როცა მთავრობა თავს იწონებს უსაფრთხო ბიზნესგარემოთი, რატომ მოხდა „თიბისი ბანკზე“ შეტევა და რატომ ჭიანურდება ანაკლიის პროექტის განხორციელება.

 

„არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს. „თიბისიმ“ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული. საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ. ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, რომ მოხდეს დაკავშირება „თიბისის“ სახელთან ამ ყველაფრის. „თიბისი ბანკი“ არის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მას ჰყავს ძლიერი ინსტიტუციური ინვესტორები და მას აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ეკონომიკაში. მის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვო, რომ ნუ ახდენთ ამ საქმეების ერთმანეთთან გადაჯაჭვას, ეს არ შეესაბამება რეალობას და ეს არის მცდელობა, რომ გადაიფაროს რაღაც კონკრეტული ტრანზაქცია, შესაბამისი არასწორი სახელის დარქმევით. როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილზე ამ საქმის ბანკის საქმეზე ხელოვნურად მიერთებამ რაღაცა გავლენა იქონია“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე

 

პრემიერმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით საქართველოს და რეგიონს სჭირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქვეყანას აუცილებლად ექნება ის.

 

„სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. ანაკლიის პორტის იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად. საქართველოს და რეგიონს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები და ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვერდით ვედექით კონსორციუმს, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტისადმი,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ

 

მამუკა ბახტაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება არის იაფფასიანი სპეკულაცია.





მსგავსი სიახლეები
„ძალიან კარგი კანდიდატურაა ნათია თურნავა მინისტრად! უშუალო ადამიანია, საქმე უყვარს, იცის და კაბინეტის ჭია არასოდეს ყოფილა“
„ერთადერთი, ვინც თქვენ ყ...ზე გკიდიათ, ეს ქართველი ხალხია და ამიტომაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სამარცხვინოდ რომ ჩაისვერეთ!
„გიორგი ქობულიას გადადგომა და ამ თანამდებობაზე ნათია თურნავას დანიშვნა მოხდა კონსულტაციის შედეგად“
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა
„2018 წლისთვის პოლონეთში 8 მილიარდერი იყო და ერთადაც არა აქვთ ქვეყნისათვის იმდენი დახარჯული, რამდენიც ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა - ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა
გიორგი ქობულიას ნათია თურნავა შეცვლის - ეკონომიკის მინისტრს, რომელიც 9 თვის წინ მოსკოვიდან საქართველოში საგანგებოდ ჩამოიყვანეს, გადადგომა აიძულეს
"სიცრუეა, თითქოს უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულა"
"მე ნუ მეკითხებით, პრემიერი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და შეგიძლიათ მას მიმართოთ"
„კი ხარ ღირსი ისე, ბატონო ბიძინა! - მართლა ჭკუით მოიქეცით, ავნტურისტების ოჯახო! თორემ მე გეტყვი, რატომაც ხარ ინვალიდი! ვერ გაძეხი და იმიტომ!“
„შალვა შავგულიძე ტორტითა და შამპანურით ხელში გირგვლიანის საქმის შემოქმედების, სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს დადგა“
კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით გამართულ ვახშამს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ
"ხმას დაუწიეთ ბატონო ნიკა, თორემ კარგად გიპასუხებთ"–ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას
"ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს"
"ვენეციის კომისიის დასკვნაში რაც არ არის გაკრიტიკებული, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია"
კონსტიტუციის 42-ე მუხლი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დამერწმუნეთ - "ჩოტკი უკაზანია" არ გექნებათ, რადგანაც იმას, ვისგანაც ელოდებით, გვარამიას ყიყინი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია“
„მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ მე, ვასო სოფრომაძე, კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი“
"დაგვჭირდება ამ საკითხის გავლა გუნდთან" - ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა