„თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან - ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში - რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი?“

„რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მართა ქვეყანა ისე, რომ ჩემთვის დაეტოვებინა უფრო მეტი მტკიცებულება რუსეთის წინააღმდეგ“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ რუსეთისათვის ცინიკურ არგუმენტებზე გვეპასუხა. „ისკანდერი“ ჩამოვარდა გორში? ეს ხომ ფოტოშოპია“, - ამ ტიპის არგუმენტებს ვისმენდით წლების განმავლობაში. შემდეგ მოვიდა დრო და ჩვენ ყველა ღონეს მივმართეთ ამგვარი მტკიცებულებების გასაბათილებლად. ჩვენ მიერ სტრასბურგისათვის წარდგენილ 700 მტკიცებულებას შორის არის მატერიალური მტკიცებულება, სწორედ ის „ისკანდერი“, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან. ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც გადაეცით მათ, მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გაგეფორმებინათ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში. მიღება-ჩაბარების აქტი რატომ არ გააფორმეთ? მესმის, რომ ეს მტკივნეული კითხვებია, მაგრამ კითხვები არის, როდესაც „ისკანდერს“, ოქროს მტკიცებულებას ატან სხვა ქვეყანას ისე, რომ არცერთი მტკიცებულება არ ფორმდება ამასთან დაკავშირებით... ჩვენ მივაგენით ამ „ისკანდერს“, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელსაც ის გადაეცით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ამან საშუალება მოგვცა, გაგვებათილებინა სტრასბურგში რუსეთის არგუმენტი, რომ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ფოტოშოპია.

 

არ დამხვდა ბევრი მტკიცებულება. მაგალითად, იმის, რომ ქართული ჯარები 11 აგვისტოს უკვე იდგნენ თბილისთან. უფრო მეტიც, თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან. ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში. რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მართა ქვეყანა ისე, რომ ჩემთვის დაეტოვებინა უფრო მეტი მტკიცებულება რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
„ლევან ვასაძე არასდროს ყოფილა ყალბი, არასდროს უთამაშია "პატრიოტი", არ მახსოვს მისი ტყუილი, ვინმესთვის ეღალატოს, სამართლიანი იყო და სუსტების დამცველი, ჩხუბიდან არ გაპარულა და მეტოქესთვის ზურგი არ შეუქცევია“
„ეს კაცი საქართველოს მტერია! ამ კაცის სიტყვებია: ''ქართველი ადამიანი არ არის'' - მაინტერესებს, ამასთან მეგობრობა როგორ შეიძლება“
„რისი დამხარჯავი ხარ, არ ვიცოდე მაინც, რომ ვალები გაქვსო“ - ივანიშვილი ლევან ვასაძეს დაპირდა, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის 15 მილიონ დოლარს მისცემს
"საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ" - ირაკლი კობახიძე
"ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ პროგრესზე ვართ ორიენტირებულები" - მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე
"ერის ზნეობა უპირველესია, რადგან ზნეობა დაკარგული ერი და ქვეყანა, ვერ შექმნის ვერაფერს ღირსეულს და ღირებულს"
„არ მაინტერესებს ვასაძეს პრორუსულობა, თავიდანვე იყო ცნობილი მისი საგარეოპოლიტიკური სიმპატიები... მე მაინტერესებს - ვინ დგას ამ ლგბტ თემის აგორების უკან? ვინ ამწვავებს ამ საკითხს?“
„რუსეთი მოლდოვას თემას სამეზობლო პოლიტიკაში გამოიყენებს“
„რაინდი ემზადება პოლიტიკური პარტიის ლიდერობისთვის, 2020-ში მესამე ძალად უნდა მოგვევლინოს - არც ზედმეტი ფულის დახარჯვა მოუწევს, პირდაპირ პატრიოტულ მოტივებზე გამოიყვანს ქუდზე კაცს“
„დაგვეხმარეთ, უკუვაგდოთ იმ ჭაობის გავრცელება, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს - დაგვეხმარეთ, შევაკაოთ გლობალისტები, რომლებიც დაბუდებულნი არიან აშშ-ის საელჩოში“
„რაზმები რომ შეიქმნა ერთხელ საქართველოში, მერე 15 წელი მოვუნდით იმ რაზმების დატრიალებული ამბების გამოსწორებას - ეგ რაზმებია, რომ ღუპავს ქვეყანას“
„მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში - მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც იმ პირობით, რომ ისინი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებენ“
„პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას"
„ორივე, მომწყობიც და დამშლელიც, ერთ საქმეს აკეთებს: ლგბტ გრანტს მიიღებს, კონტრაქციის მომწყობები ქულებს ჩაიწერს დედარუსეთში და ახალ ძალად დაანონსდებიან ქათმებთან მებრძოლი ნეფხვები!“
„ლევან ვასაძე ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც აქვს საჭირო რესურსი და რეიტინგიც, რომ ნაცების და ოცნების პოზიციები შეავიწროოს, მაგრამ დროზე ადრე გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე და არასწორი თემით“
„პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯის საკითხზე აქციას მართავს და წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს
ზურა გაჩეჩილაძე, იგივე „შონზო“, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში წევრიანდება
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება
"ამ შემადგენლობამ გაასამართლა სააკაშვილი, ხელისუფლება და საკვანძო ფიგურები "
პრემიერ-მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს?