თბილისში გამოფენა „დამზადებულია ბელარუსში“ და ბიზნეს ფორუმი გაიმართა

თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა „დამზადებულია ბელარუსში“ (made in Belarus) გაიმართა.

 

გამოფენა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა. გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. 

 

„დღევანდელი გამოფენის და ბიზნესფორუმის შედეგად კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მივიღებთბელარუსიდან და რაც მთავარია, ვუმასპინძლებთ მეტ ტურისტს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან.დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც შემდგომ წლებში იქნება საქართველოსა დაბელარუსს შორის, ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის როგორც ბელარუსში, ასევე საქართველოში",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული გამოფენა კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ქართულიკომპანიებისთვის ბელარუსულ საწარმოებთან საქმიანი კავშირის დასამყარებლად,  არამედ ქართველიმომხმარებლებისთვის, რათა მათ უკეთ გაიცნონ ბელარუსული პროდუქცია.

 

„ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა კარგ ტრადიციად იქცა ჩვენს ქალაქში. ჩვენ და ბელარუსებსგანსაკუთრებით მეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს და ჩვენ ამით ვამაყობთ. დღესსაქართველოში გვეწვია 150 კომპანია ბელარუსიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომჩვენს ეკონომიკურ კავშირებს დიდი პოტენციალი აქვს. მიხარია, რომ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანასშორის იზრდება. ჩვენ დღეს იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. გვაქვსყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა ორ ქვაყანას შორის მინიმუმ გავაორმაგოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ღონისძიების ფარგლებში საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარადგინა, რომელთა ნაწილი ქართულ ბაზარზე უკვე დამკვიდრებულია.

 

ბელარუსთან ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, საუბარი იმაზეა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა გავამყაროთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

 

„ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, ტრაქტორები, რომელიც აწყობილია ბელარუსისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში შეგიძლიათ იხილოთ. ლაპარაკია ლიფტებზე, რაც უკვე დღეს აწყობის პროცესშია და არის ძალიან დიდი პოტენციალი ამ ლიფტების საერთო საწარმოს გაფართოების. გარდა ამისა, ლაპარაკია კომბაინური ტექნიკის წარმოებაზე, საერთო პროექტებზე მედიცინის სფეროში. ბელარუსული პროდუქცია საკმაოდ განვითარებულია ქირურგიასა და ქირურგიულ მოწყობილობებში, და ამაზეც იყო ლაპარაკი, თუ როგორ შეიძლება, თანამშრომლობა გავამყაროთ. სხვადასხვა სეგმენტში თანამშრომლობაზეა საუბარი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელარუსი ჩვენთან კულტურულადაც და გეოგრაფიულადაც ახლო ქვეყანაა და ქართველ ხალხს, მოსახლეობას განსაკუთრებით უადვილდება ბელარუს კოლეგებთან და ბიზნესმენებთან ურთიერთობა", - აღნიშნა ქობულიამ.

 

მისი თქმით, დიდი ინვესტიციები განხორციელდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

 

„ინვესტიციების საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია. საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში", - განაცხადა მინისტრმა.

 

გამოფენაზე წარდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სამედიცინო სერვისები, სამშენებლოს მასალები და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ასევე მომსახურების სფერო და განათლება.

 

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. საბჭოს სხდომაში  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სერგეი ნაშებკო მონაწილეობდნენ.

 

"ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 15 პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა,” - ამის შესახებ “ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა. 

 

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, ხელშეკრულებები ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდას და პარტნიორების მოძიებას შეუწყობს ხელს. 

 

“ძირითადი სექტორებია - კვების ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკ და სამშენებლო მასალებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობისთვის,” - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა. 

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, საქმიანი საბჭოს ფარგლებში 14 ქართულმა და 14 ბელარუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 806 780 აშშ დოლარია. მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“