„ანაკლიის პორტს არ დავთმობთ, ბევრი ბერკეტი გვაქვს და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე“

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა  არ გაჩერდება. ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა  ლევან ახვლედიანმა „თბილისი მერიოტში“ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე  განაცხადა.

 

როგორც შეხვედრისას ახვლედიანმა  განმარტა „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებული გამოძიება ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ ანაკლიის პორტის მშენებლობას აფერხებს.

 

„ინვესტორების დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ რაც, „თიბისის“ ირგვლის გამოძიება დაიწყო.  მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას სთხოვა გამოძიების დეტალები მსოფლიოს მასშტაბით არ გაესაჯაროვებინა, ეს თხოვნა საგამოძიებო ორგანომ არ გაითვალისწინა და მეორე დღესვე განცხადება გაავრცელა. ამ ფონზე  ვერ წარმომიდგენია, რომელ სწორად მოაზროვნე ინვესტორს გაუჩნდება სურვილი, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიცია ჩადოს. ჩვენ ამ პროექტს არ დავთმობთ, არ შევეშვებით. ბევრი ბერკეტი გვაქვს და ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ, მშენებლობა არ გაჩერდება,“- განაცხადა ლევან ახვლედიანი.

 

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობას აქტიურად აკვირდება დიპლომატიური კორპუსი. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ.

 

„საქართველოში ყველა დიპლომატიური კორპუსი ჩართულია ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში, ისინი სრულად ინფორმირებულები არიან, თუ რა ხდება პორტთან დაკავშირებით. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ თვალყურს ადევნებენ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

 

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 16000 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული. ასევე, დაგეგმილია ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის შექმნა.

 

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“