"ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი?"

ძალიან გთხოვთ, ერთმნიშვნელოვნად ხმამაღლა აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად მიიჩნევენ, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს - რატომ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი?, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.

 

კვაჭანტირაძის აზრით, ამ თემაზე ხმამაღალი საუბარი საქართველოს დაიცავს. ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, ანაკლიის პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს საზღვარგარეთ და პროექტი არც ჰამბურგის და არც როტერდამის პორტების ინტერესებშია.

 

“თქვენი გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა კითხვები, რაც აქამდე არ მქონდა. ჩემი კოლეგების კითხვებიდან გამომდინარე, ისეთი განწყობა მიჩნდება, თითქოს საქმე იქამდე მიგვყავს, რომ პროექტის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები - რასაც მე ვუყურებ, კონკრეტულად ანაკლიის კონსორციუმის კომპეტენცია და მისი შესაძლებლობები დგება ეჭვის ქვეშ. აღარ ვყვები წინა ისტორიაზე, რადგან “თიბისი“ ბანკის თემა დახურულია და “თიბისი“-სთან დაკავშირებით კითხვა არ გამაჩნია. რაც შეეხება ანაკლიას, ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი და მაინტერესებს, როდესაც საუბრობთ, რომ ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ ძალიან ბევრი დათმობა გაკეთდა, ასევე გადაიდგა თუ არა ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთავრობისათვის იყო სასარგებლო. მაგალითად, განსახლების გეგმა. თუ გაკეთდა ისეთი რამ, რაც თქვენც - მთავრობას გაწყობდათ“, - მიმართა კითხვით ზვიად კვაჭანტირაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.

 

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.





მსგავსი სიახლეები
„ძალიან კარგი კანდიდატურაა ნათია თურნავა მინისტრად! უშუალო ადამიანია, საქმე უყვარს, იცის და კაბინეტის ჭია არასოდეს ყოფილა“
„ერთადერთი, ვინც თქვენ ყ...ზე გკიდიათ, ეს ქართველი ხალხია და ამიტომაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სამარცხვინოდ რომ ჩაისვერეთ!
„გიორგი ქობულიას გადადგომა და ამ თანამდებობაზე ნათია თურნავას დანიშვნა მოხდა კონსულტაციის შედეგად“
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა
„2018 წლისთვის პოლონეთში 8 მილიარდერი იყო და ერთადაც არა აქვთ ქვეყნისათვის იმდენი დახარჯული, რამდენიც ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა - ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა
გიორგი ქობულიას ნათია თურნავა შეცვლის - ეკონომიკის მინისტრს, რომელიც 9 თვის წინ მოსკოვიდან საქართველოში საგანგებოდ ჩამოიყვანეს, გადადგომა აიძულეს
"სიცრუეა, თითქოს უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულა"
"მე ნუ მეკითხებით, პრემიერი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და შეგიძლიათ მას მიმართოთ"
„კი ხარ ღირსი ისე, ბატონო ბიძინა! - მართლა ჭკუით მოიქეცით, ავნტურისტების ოჯახო! თორემ მე გეტყვი, რატომაც ხარ ინვალიდი! ვერ გაძეხი და იმიტომ!“
„შალვა შავგულიძე ტორტითა და შამპანურით ხელში გირგვლიანის საქმის შემოქმედების, სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს დადგა“
კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით გამართულ ვახშამს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ
"ხმას დაუწიეთ ბატონო ნიკა, თორემ კარგად გიპასუხებთ"–ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას
"ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს"
"ვენეციის კომისიის დასკვნაში რაც არ არის გაკრიტიკებული, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია"
კონსტიტუციის 42-ე მუხლი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დამერწმუნეთ - "ჩოტკი უკაზანია" არ გექნებათ, რადგანაც იმას, ვისგანაც ელოდებით, გვარამიას ყიყინი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია“
„მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ მე, ვასო სოფრომაძე, კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი“
"დაგვჭირდება ამ საკითხის გავლა გუნდთან" - ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა