“სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი” - რა წერია ახლად მიღებულ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში

“უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ “ევროპული საქართველოს” კანონპროექტი ჩავარდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტმა დააგროვა. 24 მომხრე და 42 წინააღმდეგი - დეპუტატებმა ოთარ კახიძის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირეს. უმრავლესობის კანონპროექტს კი მხოლოდ 31 მოწინააღმდეგე ჰყავდა. კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, ანრი ოხანაშვილმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი კახიანმა, დავით მათიკაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი” - რა წერია უმრავლესობის ახლად მიღებულ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში.

 

“კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას “ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას” უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ, თუმცა, კანონპროექტი უკვე მიღებულია და სავარაუდოდ, მას მხარს ბიძინა ივანიშვილიც უჭერს. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ 18 მარტს “ქართულ ოცნებაში” გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, “უმრავლესობის მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერა საბოლოოდ გადაწყდა”. - განაგრძობს გამოცემა.

 

“არასამთავრობო ორგანიზაციები აზრით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მათი თქმით, მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურები და კრიტერიუმები გამოყენებული იქნება ფორმალური კანონიერების ხაზგასასმელად. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში უკმაყოფილებას სახალხო დამცველიც გამოთქვამს. მისი აზით, უნდა შეიცვალოს შემდეგი არსებითი საკითხები: კრიტერიუმები; კენჭისყრის ფარულობა, ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე; გარდა ამისა, შეიცვალოს ინტერესთა კონფლიქტთან; ხმათა რაოდენობასა და კანდიდატთა რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტი დალოდებოდა ვენეციის კომისიის პასუხს, ვიდრე კანონპროექტის განხილვას დაიწყებდა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ირაკლი კობახიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების აღმასრულებელი ხუთოსანი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. “როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავაგებინებთ ხალხის დაკვეთას კობახიძეს. ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ, რომ ძალიან ძვირი უნდა იყოს ჩინჩალაძის და მურუსიძის დასმა უზენაეს სასამართლოში. ამაში ამ პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ძვირი უნდა გადაიხადოს. არ ვაპირებ ამ ყველაფერს თავი დავანებო და ჩინჩალაძე, მურუსიძე და გვრიტიშვილი შევაყვანინო უზენაეს სასამართლოში. სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი”, - განაცხადა ანა დოლიძემ. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორსაც. სოფო ვერძეულის განცხადებით, ამ დოკუმენტის მიხედვით სამართლიანი სასამართლო მხოლოდ ოცნებად დარჩება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ფორმალურად დასაშვები კანდიდატურების დამტკიცების შემდეგ საბჭოს წევრები 18 ხმას, აი, ესე გადასცემენ მათთვის სასურველ ხმას ისე, რომ არც გასაუბრებას ჩაატარებენ, არც ინფორმაციას მოიძიებენ. ვისაც ვინ მოეწონება, ასე გაიყვანს გრძელ სიაში. გრძელ სიას თქვენ დაუკარგეთ აზრი. გრძელი სიის აზრი იყო ის რომ საბჭოდან პარლამენტში მოსულიყო იმაზე მეტი კანდიდატი ვიდრე არის ვაკანსია. თუ ორ მესამედს არ შეცვლიდით , მთავარი პრობლემა რაც არის, მთელი პრობლემა რაზეც ამ კლანის ძალაუფლება დგას, ეს არის 11 წევრი საბჭოში, 11 ხმა, რომელიც აქვს. და თუ თვალს არ გაუსწორებთ ამას რომ 11 ხმა ამ კლანს საბჭოში აქვს მივიღებთ აბსურდს, რაც დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე ამ ქვეყანაში”, - განაცხადა სოფო ვერძეულმა. მისი აზრით, “ეს კანონი ამ ფორმით, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა ეს კანონი, რომ დაწერო ან ძალიან არ უნდა გესმოდეთ კონტექსტი”, - დასძენს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
“ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს...”
“გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!”
"ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება
ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე
ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომის საფრთხე მოლდოვაში
"ისინი ხმებს ძირითადად მაინც „ოცნებას“ წაართმევენ " - ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში
“მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც”
ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე
“ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი” - პაატა ზაქარეიშვილი
იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა
ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
“ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე
ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას
13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება
რა ხდებოდა ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რას გეგმავენ აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს
“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან
გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია
აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან
საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”