საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში, 41 077 მილიონი. ლარი შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.7%-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.6 პროცენტით განისაზღვრა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.0 პროცენტი) და მრეწველობა (17.0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7.7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5.8 პროცენტი).

 

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (13.5 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13.2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (12.1 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (9.7 პროცენტი), ტრანსპორტი (9.4 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7.6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6.2 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (5.9 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5.8 პროცენტი). საქსტატის ცნობით, კლება აღინიშნა მშენებლობის სექტორში (-3.1 პ როცენტი).





მსგავსი სიახლეები
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
„ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას - მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების - უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით აშშ-დან“
დღეს კომპანია „ველსის“ წიგნის - „ვაჭრობის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის"
17 ივნისიდან “მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ივნისის 17:00 საათისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის EXIM Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა
ერთი აშშ დოლარის ღირებულება 13 ივნისის საღამოს მონაცემებით
მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა შარშანდელზე მეტი იქნება
"ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია"- ნათია თურნავა
მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა
„ჩვენ გვსურს არა მარტო რეგიონული ცენტრი ვიყოთ, არამედ, გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 ივნისის 17:00 საათისთვის
კონკუსის - #გახდიპირველი2-ის დაჯილდოება გაიმართა
ვითიბი ბანკის კლიენტი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გახდეთ
"დაანონსებული"რევოლუცია არ იქნება! - ეს იმ ორას პარტიასაც დაზაფრავს, "ოპოზიციასაც" და ხელისუფლებასაც, რომელიც მზად იყო, გრუ-ს შვილობილი "ევროპული საქართველოსთვის" გადაებარებინა ხელისუფლება!“
17 ივნისიდან "მაგიკომის" აბონენტები "მაგთი ფიქსით" ვეღარ ისარგებლებენ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 ივნისის 17:00 საათისთვის