„ანაკლიაში ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილიდან, თუმცა პროექტირება 60%-ით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია“

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის დაფინანსება არ არის მოზიდული, პირველი გემის შემოსვლის ვადა გადაიწევა. ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამემტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „2018 წლის სექტემბერში დაიწყო ის სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის ფსკერის დაღრმავების სამუშაოების წინასწარი პირველი ფაზა. იმისთვის, რომ ეს სამუშაოები დაწყებულიყო, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები ხელშეკრულებაში, გამოვიტანეთ ეს სამუშაოები ძირითადი ფაზიდან მოსამზადებელ ფაზაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ სამუშაოების შესრულებაზე ნებართვა მივეცით მანამ, სანამ იყო დასრულებული საპროექტო სამუშაოები, არ გვყავდა შერჩეული პორტის ოპერატორი, მშენებელი კონტრაქტორი და რაც მნიშვნელოვანია, კონსორციუმს არ ჰქონდა მოზიდული არც საკუთარი დაფინანსება და ასევე არ იყო სრულად მოზიდული ის სასესხო კაპიტალი, რომელიც არის საჭირო ამ პროექტის განხორციელებისთვის. ასევე გავათავისუფლეთ კონსორციუმი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან.



ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს კონსორციუმიდან, ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილს, თუმცა ვიცით, რომ დეტალური პროექტირება ჯერ კიდევ დაახლოებით 60%-ით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და აქედან გამომდინარე ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია. პირველი გემის შემოსვლა დაგეგმილი აქვს კონსურციუმს და გრაფიკითიაც გვაქვს გათვალისწინბეული 2020 წლის ივლისში, პირველი ფაზის დასრულება კი იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ, ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული”, - აღნიშნა მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“