"მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასატარებლად შესყიდული 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება გამოუყენებელია"

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარების მიზნით შესყიდული, 7 მლნ ლარის ღირებულების ქონება გამოუყენებელია, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტი უწყების მიერ თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს ვალდებულება ჰქონდა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდა 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჩატარებულიყო რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

 

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პროექტის განსახორციელებლად სააგენტომ შეისყიდა ავტომანქანები, მიკროავტობუსები, მოტოციკლები და აღჭურვა ისინი კამერებით, ასევე მოწყო მოედნები და გადაამზადა გამომცდელი პერსონალი. ჯამში 2017-2018 წლებში პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯა 7 მლნ ლარზე მეტი. შესაბამისად, სააგენტომ სრულყოფილად შეასრულა თავისი ვალდებულება ასოცირების შეთანხმების შესრულების მიზნით. თუმცა როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, იმის გამო, რომ აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა არ იყო მომზადებული და მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებული, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზანი - გამოცდა ჩატარებელიყო რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მიღწეული არაა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ შესყიდული ქონება გამოუყენებელია. ამასთან, საგამოცდო მანქანებს ამოეწურა 2-წლიანი საგარანტიო ვადიდან 1 წელი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააგენტომ კომპანიასთან შეთანხმებით ვადა დამატებით 1 წლით გააგრძელა. რაც შეეხება საგამოცდო სისტემას, მას გარანტიის ვადა ამოეწურა, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, არსებობდა რისკი, რომ სააგენტოს დამატებითი თანხების გადახდა მოუწევდა, თუმცა სააგენტოსა და კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება საგამოცდო სისტემაზე გარანტიის ვადის 1 წლით გაგრძელების თაობაზე.

 

თანხების არაეფექტიანი ხარჯვა სახელმწიფო აუდიტმა მომსახურების სააგენტოს მიერ ნომრის ამომცნობი კამერების შესყიდვაშიც გამოავლნა. კერძოდ, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“-ს ფარგლებში სამსახურმა გამარტივებული წესით შეისყიდა 28 ერთეული ნომრის ამომცნობი კამერა, რაშიც 100 660 ლარი გადაიხადა. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, იმის გათვალისწინებით, რომ შესყიდული კამერები 10 თვის განმავლობაში სააგენტოს საწყობში ინახებოდა, არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით, შესყიდვის საფუძველი.

 

აუდიტის რეკომენდაციით, პროექტების სათანადო მართვისა და ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია სააგენტომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს პროექტების მართვის ისეთი მექანიზმები/ პროცედურები და კონტროლის სისტემა, რომ დაცული იყოს თანმიმდევრულობისა და კოორდინირებული მუშაობის პრინციპები.





მსგავსი სიახლეები
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას სროლა მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
„მიმდინარე გამოძიების მასალის გასაცნობად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა“
„რატომ დაინტერესდნენ ეს ადამიანები 13 წლის შემდეგ ჩემი დაკითხვით - მე აუცილებლად მივიღებ ამ გამოწვევას და შემდეგ განცხადებებში ვიქნები უფრო ადეკვატური“
საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი
„მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, რომ საქმე ამოსული იყო უზენაეს სასამართლოში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე“
პროკურატურა ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვენეციის კომისიის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს
"ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი"- გიორგი გახარია ავტოავარიებზე
შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს
"თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება"
„დილით რომ ბათუმისკენ მიმავალს ველოსიპეტიანი კაცი შემხვდა, ისევ ის არ იყო...თან გურული და ამ კაიფს გაუშვებდა ხელიდან“
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევისას 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა
"პირველად მესმის, რასაც ახლა მეუბნებით - ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს“
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
"დღეს ვიშლებით იმ პირობით, რომ ჩვენ თანასოფლელს გამოუშვებენ, რომელიც აქციის მსვლელობისას დააკავეს - თუ არ გამოუშვებენ, ამ საღამოსვე შევიკრიბებით და აქციას გავმართავთ"
ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა