"შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 43% კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა" - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 43% კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა.

 

სახელმწიფო აუდიტის განმარტებით, არაკონკურენტული ტენდერები ზოგიერთ შემთხვევაში, არაპროპორციულმა სატენდერო მოთხოვნებმა, საქონლის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით დეტალურმა განსაზღვრამ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში − შესყიდვის საშუალების შერჩევის ნაკლოვანებამ გამოიწვია.

 

ანგარიშში უკონკურსო ტენდერების კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი, კერძოდ საუბარია, რომ სააგენტოს მიერ სააგენტოს მიერ მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მანქანების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი ფორმალურ ხასიათს ატარებდა სატენდერო მახასიათებლები შესაბამისობაში იყო SKODA-ს მარკის ავტომანქანასთან და მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

 

ამასთან უწყებამ, 2017 წელს ტენდერის გზით განხორციელა SKODA-ს მოდელის საპატრულო მანქანების შესყიდვა , რაზეც 8,7 მლნ ლარი დახარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, წინა პერიოდში 2014-2015 წლებში შესყიდული იყო FORD-ის მარკის საპატრულო მანქანები. FORD-ის ავტომანქანების შესყიდვა, თავის მხრივ, არაეკონომიური აღმოჩნდა და ამიტომ გადაწყდა მისი SKODA-ს მარკით ჩანაცვლება.

 

„სამინისტროში არ არსებობს დადგენილი და დამტკიცებული კრიტერიუმები, რომელსაც საპატრულო ავტომანქანები (საქართველოს გზების და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით) უნდა აკმაყოფილებდეს. სხვადასხვა წლებში ჩატარებულ ტენდერებში ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებულია და შესაბამისობაშია ავტომანქანის კონკრეტულ მარკასა და მოდელთან, რაც ვერ უზრუნველყოფს მინიმალურ კონკურენციას,“- აღნიშნულია ანგარიშში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა,. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ მისვლისთანავე აღმოფხვრა ყველა არსებული ხარვეზი და აუდიტის დასკვნაში მითითებული 2017 წლის მსგავსი ფაქტები მომსახურების სააგენტოში 2018 წლიდანვე აღარ ფიქსირდება.

 

„სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს, წინა ხელმძღვანელობის პერიოდში, განხორციელბულ სახელმწიფო შესყვიდებზე ანგარიში. აუდიტის დასკვნაში აღწერილია მომსახურების სააგენტოში 2017 წელს აღმოჩენილი ხარვეზები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სრულად ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, რომელმაც მოსვლისთანავე აღმოფხვრა ყველა არსებული ხარვეზი და აუდიტის დასკვნაში მითითებული 2017 წლის მსგავსი ფაქტები მომსახურების სააგენტოში 2018 წლიდანვე აღარ ფიქსირდება“, - განაცხადეს შსს-ში.





მსგავსი სიახლეები
„ვაუქმებთ პატრულირებას“, - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
"მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია, რაც პოლიციას უნდა შეატყობინონ"
წნორში ყოფილი წისქვილკომბინატის შენობა დაიწვა, რომელსაც ინდოეთის მოქალაქეები ხორბლის და ქერის შესანახად იყენებდნენ
თურქეთში, ანტალიაში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები
მთავრობის ადმინისტრაციასთან, წუხანდელ აქციაზე დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაო დააკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საზოგაოებას მოუწოებს
„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
„მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა?“
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
„ერთი თვის წინ პროკურატურიდან მივიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მეუბნებიან, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემი პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა კანონის სრული დაცვით“
მთავრობის კანცელარიასთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული - ერთ-ერთი გურამ ფალავანდიშვილის შვილია
თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო „ასკონა ჰოლტი“ პაატა ბურჭულაძის საქმეზე გენერალური პროკურორისგან პასუხს ითხოვს
5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
ნიკა გვარამიამ რუსთავი-2-ს დავალება მისცა, გიორგი გახარიას პოლიტიკიდან გასაძევებლად იპოვონ კომპრომატები - ვიდრე გახარია იარსებებს, არჩევნებს ვერასოდეს მოვიგებთო!
„პირადად მე მზად ვარ, მივიღო ეს ადამიანები ჩემთან, ეპარქიაში და პირისპირ, გულდასმით ავუხსნა, თუ რატომ არ შეიძლება ჩატარდეს ეს მარში თუ აღლუმი ჩვენს სამშობლოში“
„არ შეიძლება, ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! - არ მიკვირს, განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი“