პრემიერი არ გამორიცხავს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები, შესაძლოა, ისევ შეამსუბუქონ

3 თვის წინ ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. ამის შესაძლებლობას პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს. "თიბისი რესერჩის" კვლევა აჩვენებს, როგორ შემცირდა საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე გაცემული სესხები რაოდენობა. თვიდან თვემდე ბანკიდან სულ უფრო ცოტა თანხა გაიცემა, რაც ბიზნესსა და სამუშაო ადგილებზე პირდაპირ აისახება. იმის გამო, რომ განვადების სერვისით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ავეჯისა და ელექტროტექნიკის რეალიზება თითქმის განახევრდა. ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, ხელისუფლებისთვის ზოგადი სურათი უკვე ცნობილია. პრემიერი არ გამორიცხავს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები ისევ შეამსუბუქონ.

 

პრემიერის ანონსის მიუხედავად, კობა გვენეტაძის უწყება რეგულაციების გაუქმებას ამ ეტაპზე არ განიხილავს. ეროვნული ბანკის განმარტებით, ამ დროის მონაცემები მათი მოლოდინისგან საგრძნობლად არ განსხვავდება. ეროვნული ბანკის პათოსს ექსპერტები არ იზიარებენ. საბანკო რეგულაციები რომ ეკონომიკას შეამცირებდა, ბიზნესსა და ბანკებს დააზარალებდა, ამაზე ისინი რეფორმის დაწებისთანავე საუბრობდნენ. დახურულ მაღაზიებსა და დაკარგულ სამუშაო ადგილებზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. დეპუტატების თქმით, ზარალი, რომელიც ბიზნესს მიადგა უკვე საგანგაშოა და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამ დროისთვის, უცნობია, როგორ შეიძლება შერბილდეს მომხმარებლებისა და ბანკებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ამ თემაზე მსჯელობა, სავარაუდოდ, ერთ თვეში, პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“