სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „დორანი ფერმა“ აშენდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „დორანი ფერმა“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 6,905,250 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 1,336,500 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყელაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ფერმა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

 

ფერმა დღეში 1,5 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „დორანი ფერმა“-ში მუდმივად 11 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 8 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აღებას. სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 190 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 აპრილის 17:00 საათისთვის
"მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში"–გიორგი ქობულია
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე
"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი შეფასებები ახალ საბანკო რეგულაციებზე, რომ ნებისმიერ შეზღუდვას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა“
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბაჩიაშვილი ცოტნე ებრალიძემ შეცვალა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აპრილის 17:00 საათისთვის
"ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 აპრილის 17:00 საათისთვის
"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა
2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
"Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა" - გიორგი ქობულია
„Standard&Poor's" - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
მირზა-შაფის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს"
„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ტექსტილისა და ავეჯის მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება“