"აბსურდულია ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირება"- საგარეო უწყება

ჩემი აზრით, ეს უკვე ყოველგვარი სერიოზულობის ფარგლებს სცილდება და იუმორისტულ ჟანრში გადადის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსწარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხს.

 

„სამწუხაროდ, დღეს რამდენჯერმე მოგვიწია ამ სრულიად აბსურდულ მოსაზრებაზე განმარტების გაკეთება და ჩემი აზრით, ეს უკვე ყოველგვარი სერიოზულობის ფარგლებს სცილდება და იუმორისტულ ჟანრში გადადის, თუმცა, თავად საკითხი, საკმაოდ სერიოზულია. საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ბევრ ორმხრივ შეხვედრებს ატარებს და სრულიად აბსურდულია მინისტრის ვიზიტთან დავაკავშიროთ, რომელიმე ქვეყანაში ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ სპეცოპერაციის განხორციელება.


დაკავებულების შემთხვევაში გვაქვს ორი კატეგორია. პირველი კატეგორია, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან და ბრალი ედებათ კონკრეტულ დანაშაულებში, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულში და მეორე კატეგორია, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ.

 

მისი თქმით, საქართველოს გენერალური კონსული არაერთხელ შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს და ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთის სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ ჩატარებული ოპერაციის, ასევე უვიზო მიმოსვლით სარგებლობისა და მისი დარღვევის შედეგების შესახებ.

 

ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს, მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობა და არსებობს საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომ სავიზო რეჟიმის დამრღვევმა მოქალაქეებმა, უნდა დატოვონ ქვეყანა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
ინტერპოლმა პედოფილთა ქსელი გაანადგურა - საბავშვო პორნოგრაფია იდებოდა დარქნეტში ვებგვერდზე, რომელსაც 63 ათასამდე გამომწერი ჰყავდა
მსოფლიო ლიდერების აკადემიური ხარისხი
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია
ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
კიევის საოლქო სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც პრეზიდენტს და 180 უკრაინელ მაღალჩინოსანს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს
„კანის ფესტივალის ორგანიზატორებმა ამ მჩხავანა ტიპებს და არასამთავრობოებს ორი ფრაზით უპასუხეს - ალენ დელონი არის თავად სექსი“
"ირანთან ომი იქნება კატასტროფა, რადგან ომანის ყურე ჩაიკეტება“
აშშ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კურსდამთავრებულებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ, როცა მათ ქრისტიანული რწმენის გამო დასცინებენ
სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა და ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს, უკრაინულია და კომპანია „მოტორსიჩს“ ეკუთვნის
ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი მძიმედ დაშავდა სამგზავრო თვითმფრინავ „სუპერჯეტ 100“-ზე გაჩენილი ხანძრის გამო
„ისინი გვბომბავენ - ჩვენ ვმრავლდებით! არაბები ისვრიან და ისრაელის ღმერთი იცინის ებრაელებთან ერთად - ემიგრანტებო! გთხოვთ, დაიცვათ წესები თქვენივე თავდაცვისათვის“
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
ფლორიდის შტატში „ბოინგ 737“ მდინარეში ჩავარდა
ჰიტლერის ზეპირი ანდერძი, სადაც ას ოცი სიტყვიდან ნახევარზე მეტი სტალინს ეხება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გადააყენეს
„დიო, დაბრუნდი, გვიშველე, თორემ ერთმანეთს დავერიეთო - თქვენ რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო მომყავს, მაგას არ მეტყოდითო“
"არ ვურჩევდი რუსეთის ხელმძღვანელობას, ტყუილად დახარჯონ დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბლვაში"
„ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკის მოუწია თქმა, რომ პუტინი მტერია - ჩვენთანაც იყო ხოლმე ასეთი გასართობი თემა, როცა მინისტრებს დასდევდნენ პუტინი მტერია თუ არაო“
„სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა რუსეთის მცდელობაა, დონბასში სამხედრო ყოფნა გაამართლოს"