გუნდის კაპიტანი თათია ლორთქიფანიძე შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს - „ხელისუფლებამ ეს არ იცოდა, ეს არის ძალოსნობის ფედერაციაში მოხარშული ამბავი, სადაც არიან „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ზონდერები“

ქალთა რიცხვში საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე სტატუსში აღდგენას და ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილობის მიღებას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თათია ლორთქიფანიძის მამამ, ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატმა დღეს სტარტი აიღო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო, გუნდის კაპიტანს, ძალოსან, თათია ლორთქიფანიძს, თუმცა ის შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს. დიმიტრი ლორთქიფანიძე მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მათ ოჯახს შეგნებულად მოუწყვეს იმ მიზეზით, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ. ამასთან, ლორთქიფანიძემ ძალოსნობის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანჯაღავასა და თათია ლორთქიფანიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

 

„თემურ ჯანჯაღავა არ არის ძალოსანი და შესაბამისად, უფლება არ აქვს ავარჯიშოს სპორტსმენი. მოვითხოვთ, თათიას სტატუსში აღდგენას, იმიტომ, რომ 10 აპრილს გამოსვლა აქვს ბათუმში და ვერიფიკაციიდან ჩუმად მოხსნეს. ეს არის პოლიტიკური და ყველანაირი ნიშნით დისკრიმინაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ. ხელისუფლებამ ეს არ იცოდა. ეს არის ფედერაციაში შიგნით მოხარშული ამბავი, სადაც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერები: კახი კახიაშვილი, გია ასანიძე, თემურ ჯანჯღავა და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებმაც ჩვენ, რეალურად, შეთქმულება მოგვიწყვეს. ეს არის ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულება, იმ კუთხით, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან პრეტენზია ვიქონიოთ. 

 

ახლა ბათუმში გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ჰყავს ქალი წარმომადგენელი, 25 წლის თათია ლორთქიფანიძე. ის საერთაშორისო სპორტის ოსტატი, საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. თათია ლორთქიფანიძე გადიოდა ინდივიდუალურ ვარჯიშს თავის მწვრთნელთან, გელა მახარაშვილთან ერთად. აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო ფედერაციასთან, იმიტომ, რომ თათია უარს ამბობდა თემურ ჯანჯღავასთან ვარჯიშზე. თემურ ჯანჯღავა იყო ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თათია მასთან ვარჯიშზე უარს ამბობდა ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ ის იყო არაკვალიფიციური და აყენებდა ტრავმებს და მეორე, ადანაშაულებდა მას შევიწროვებაში, აყენებდა შეურაცხყოფას და ეს ყველაფერი ფიქსირდებოდა ფედერაციის პრეზიდენტ კახა კახიაშვილთან, როგორც ახსნა-განმარტების, ისე ზეპირსტყვიერების სახით, რათა მას ამ საკითხზე რეაგირება ჰქონოდა. ფედერაციაში ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის, ლაშა ტალახაძემ და მისმა მწვრთნელმა. ეს კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ ესენი თათია ლორთქიფანიძეს სიიდან საერთოდ ამოიღებდნენ. ფაქტობრივად, დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა და ჩაიდინეს მორალური მკვლელობა“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.





მსგავსი სიახლეები
"თბილისი წელს პირველად უმასპინძლებს უმაღლესი რანგის სამოყვარულო ტურნირს - Taste & Play" - ზურაბ ბოქოლიშვილი
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი 12:8 დაამარცხა
6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ღია პირველობაზე 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოდის
სუმოს მამები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ტოჩინოშინის მიმართ მსაჯთა საბჭოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა - 1970 ქულით იგი მსოფლიო რეიტინში მე-16 ადგილზეა
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ზედიზედ მეორედ გახდა - დაჯილდოება ქობულეთში
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება
ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
გუნდის კაპიტანი თათია ლორთქიფანიძე შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს - „ხელისუფლებამ ეს არ იცოდა, ეს არის ძალოსნობის ფედერაციაში მოხარშული ამბავი, სადაც არიან „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ზონდერები“
რომელ ადგილს იკავებდა თბილისის დინამო 1982 წელს უეფას რეიტინგში
„სპორტში რუსებზე ძლიერები ხართ ეს ქართველები - უკვე წლებია, რაგბიში ვერ გამარცხებთ“
„მესები“
რა არ გამოეპარა პეტკოვიჩის მახვილ მზერას და რას დაგვანახვებს ირლანდიასთან მატჩი
„არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს - გული მწყდება“
საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა