" Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა

გიორგი ქობულია - " Standard & Poors"-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა

"საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "S&P"(Standard & Poors) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, ხოლო რეიტინგი დაადასტურა კვლავ „BB-„ - ის დონეზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ რეიტინგის ზრდა ძალიან ახლო პერსპექტივაა და 2019 წლის ნოემბერში, როდესაც  "S&P"-ი მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს, შესაძლებელია საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ამ სააგენტოს საქართველოსთვის 2011 წლის ნოემბრის შემდეგ არც რეიტინგი შეუცვლია და არც - პერსპექტივა. სარეიტინგო კომპანია „S&P" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისა და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, "S&P"-ის პოზიტიური შეფასება დაკავშირებულია იმასთან, რომ „სააგენტოში დაინახეს საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში მიმდინარე რეცესიისგან დამოუკიდებლად, აგრეთვე აღნიშნეს ძალიან გააზრებული რეფორმების პროგრამა, წარმატებული და გამართული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მთავარი მოწყვლადობა საგარეო თვალსაზრისით კვლავ ხაზგასმულია. გიორგი ქობულიას განცხადებით, „საქართველოს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ევროკავშირის სახელმწიფოები, მოსალოდნელია რეცესიის პროცესის გაგრძელება, ამიტომ  "S&P"-ში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ გაიზრდება ჩვენი საექსპორტო მიმართულება, ამიტომ ჩვენთვის ექსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სარეიტინგო კომპანიის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.





მსგავსი სიახლეები
ინტერპოლმა პედოფილთა ქსელი გაანადგურა - საბავშვო პორნოგრაფია იდებოდა დარქნეტში ვებგვერდზე, რომელსაც 63 ათასამდე გამომწერი ჰყავდა
მსოფლიო ლიდერების აკადემიური ხარისხი
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია
ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
კიევის საოლქო სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც პრეზიდენტს და 180 უკრაინელ მაღალჩინოსანს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს
„კანის ფესტივალის ორგანიზატორებმა ამ მჩხავანა ტიპებს და არასამთავრობოებს ორი ფრაზით უპასუხეს - ალენ დელონი არის თავად სექსი“
"ირანთან ომი იქნება კატასტროფა, რადგან ომანის ყურე ჩაიკეტება“
აშშ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კურსდამთავრებულებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ, როცა მათ ქრისტიანული რწმენის გამო დასცინებენ
სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა და ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს, უკრაინულია და კომპანია „მოტორსიჩს“ ეკუთვნის
ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი მძიმედ დაშავდა სამგზავრო თვითმფრინავ „სუპერჯეტ 100“-ზე გაჩენილი ხანძრის გამო
„ისინი გვბომბავენ - ჩვენ ვმრავლდებით! არაბები ისვრიან და ისრაელის ღმერთი იცინის ებრაელებთან ერთად - ემიგრანტებო! გთხოვთ, დაიცვათ წესები თქვენივე თავდაცვისათვის“
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
ფლორიდის შტატში „ბოინგ 737“ მდინარეში ჩავარდა
ჰიტლერის ზეპირი ანდერძი, სადაც ას ოცი სიტყვიდან ნახევარზე მეტი სტალინს ეხება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გადააყენეს
„დიო, დაბრუნდი, გვიშველე, თორემ ერთმანეთს დავერიეთო - თქვენ რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო მომყავს, მაგას არ მეტყოდითო“
"არ ვურჩევდი რუსეთის ხელმძღვანელობას, ტყუილად დახარჯონ დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბლვაში"
„ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკის მოუწია თქმა, რომ პუტინი მტერია - ჩვენთანაც იყო ხოლმე ასეთი გასართობი თემა, როცა მინისტრებს დასდევდნენ პუტინი მტერია თუ არაო“
„სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა რუსეთის მცდელობაა, დონბასში სამხედრო ყოფნა გაამართლოს"