ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მან მამუკა ხაზარაძეს პირადად შესთავაზა $70 მილიონი დოლარის ჩუქება, რადგანაც ექს-პრემიერის მტკიცებით, კონსორციუმს აღნიშნულ პერიოდში თანხის შეგროვება უჭირდა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში “გამოჩნდა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელსაც ამ ბიზნესში წილი აქვს და ეს უფრო ჯანსაღია, ვიდრე - ნაჩუქარი ფული. მას სხვა, სერიოზული ბიზნესები აქვს, თუ გინდ ელექტრო მანქანები და სხვა და რაც ის გამოჩნდა, ჩემი მონაწილეობა აღარ გახდა საჭირო, თორემ მე ვჩუქნიდი ფულს ყოველგვარი წილის გარეშე.” 



ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთ მსხვილ პროექტში არის ჩართული. ის სააქციო საზოგადოება “ანაკლია ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2017 წლის 10 თებერვლიდან ფიქსირდება. მასთან ერთად ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: 

  • მამუკა ხაზარაძე; 
  • ბადრი ჯაფარიძე; 
  • ბობ მეიერი. 

“ანაკლია ჰოლდინგის” წესდების მიხედვით, დიმიტრი აბდუშელიშვილი საბჭოში წარმოადგენს კომპანია Wondernet Express, რის უფლებასაც მას კომპანიის ხელმძღვანელის დევიდ მარინერისა და ანტონის ავრაამისის მიერ 2017 წლის 9 იანვარს გაცემული მინდობილობა აძლევს. დღეის მდგომარეობით, Wondernet Express-ი ანაკლიის პორტის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია. Wondernet Express-ი 2008 წელს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიაა. მისი ძირითადი საქმიანობა, ცენტრალური აზიის რეგიონში ტვირთების ტრანსპორტირება და იმპორტ-ექსპორტია. Wondernet-ს ძირითადი შვილობილი კომპანია უზბეკეთის რესპუბლიკაში აქვს დაფუძნებული. Wondernet Express-ის ფინანსები გამჭვირვალეა. კომპანიის მიერ დიდ ბრიტანეთში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებისმიხედვით, 2017 წლის განმავლობაში მისმა მთლიანმა შემოსავალმა £134,334,443 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. წმინდა მოგება კი £5,052,328 გირვანქა სტერლინგი იყო. Wondernet-ის აქტივების ღირებულება £64,851,151 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. Wondernet Express-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დევიდ მარინერია. ბრიტანეთის კომპანიების რეგისტრის მონაცემებით, მენეჯმენტის შემადგენლობაში დიმიტრი აბდუშელიშვილი და უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი შედიან. Wondernet Express-მა საქართველოში შვილობილი 2017 წლის 16 აგვისტოს დააფუძნა. აღნიშნული კომპანიის სახელია “ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი”. დღეის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იან წილს შპს “ადია” ფლობს, რომლის დირექტორიც უზბეკეთის მოქალაქე ასატულა იკრამოვია, მეწილეები კი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ალიშერ იკრამოვი და ასატულა იკრამოვი არიან. 



კომპანიამ კიდევ ერთი შვილობილი 2018 წლის 27 ნოემბერს დააფუძნა. ამ კომპანიის სახელი “ვანდერნეთ ექსპრესია”, რომლის 100%-იან წილს დიმიტრი აბდუშელიშვილი ფლობს. კომპანიის დირექტორი უზბეკეთის მოქალაქე მურად შამსუტდინოვია. ამავე დღეს საქართველოში დაფუძნდა კიდევ ერთი კომპანა - “ვანდერნეთ ექსპრეს იბერია”, რომლის 100%-იანი წილიც ასევე დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის, მისი დირექტორი კი მურად შამსუტდინოვია.  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთადერთი საზღვაო პროექტი არაა, რომლის განხორციელებაშიც Wondernet Express-ი ინვესტირებას გეგმავს. კომპანია ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტშიც არის ჩართული. 2019 წლის 6 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტი წარადგინა, რომლის შედეგადაც ჩინური ავტომწარმოებელი Changan-ი საქართველო ქარხნის გასხნას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ქუთაისში მოეწყობა საწარმო, რომელიც წლიურად 40,000 ელექტრომობილს დაამზადებს, მათგან 20,000 კი ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე გავა. გეგმის მიხედვით, პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაში 2020 წლიდან შევა. 

 


ჩინური კომპანია Changan-ი საქართველოში კომპანია Aigroup-თან პარტნიორობით შემოდის. Aigroup-ი მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გეგმავს საქმიანობას, ეს ელექტრომობილების წარმოება, თბილისში ქარშეარინგის პროექტის დანერგვა და მზის ელექტროპანელების წარმოება იქნება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, Aigroup-ის იურიდიული სახელია შპს “ბიგ სერვისი”. მისი ერთ-ერთი მეწილე კი ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილია. მეწილეთა სრული სია ასეთია: 

  • დიმიტრი აბდუშელიშვილი - 25%; 
  • ანდრეი პაუკ - 20%; 
  • თეიუბ კაფაროვ -10%; 
  • ასათულა იკრამოვ - 12.5%; 
  • თემურ ალიმოვ - 10%; 
  • უმარ ალიმოვ - 10%; 
  • რახმათილა იკრამოვ - 12.5%. 

 

2019 წლის 14 იანვარს, ბათუმის პორტის დირექციამ, Wondernet Exspress Investment Group-ის აქციონერმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა და ამერიკული კომპანია Trammo-ს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც პორტში ქიმიური ტერმინალი უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ახალი ტერმინალი მინერალური სასუქის კარბამიდის გადაზიდვისთვის შენდება. მემორანდუმის გაფორმებას აჭარის მთავრობის უფროსი თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ესწრებოდნენ. Wondernet Express Investment-ს მინერალური სასუქების გადატანაზე შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს საქართველოს რკინიგზასთან, ბათუმის პორტთან, აზერბაიჯანის რკინიგზასთან და ბაქოს ნავსადგურთან. პროექტის ღირებულება $20 მილიონი დოლარია და მისი განხორციელების შემდეგ, ბათუმის პორტმა წლიურად 1.2 მილიონი ტონა კარბამიდი უნდა გაატაროს. ცენტრალურ აზიაში მინერალური სასუქების წარმოება წლიურად დაახლოებით 9 მილიონ ტონას აღწევს. 

 

2018 წლის 31 იანვარს თბილისში კოსტავას გამზირზე, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე სასტუმრო “ჰილტონის” მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. 45 მილიონი ევროს ინვესტიციით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სასტუმრო შეიქმნება. სასტუმროს გახსნა 2020 წელს არის დაგეგმილი. სასტუმროს მშენებლობის გახსნას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც პროექტის ინვესტორს კომპანია Granat Investment-ს, დიმიტრი აბდუშელიშვილსა და მერაბ ჩიხრაძეს პერსონალურად გადაუხადა მადლობა. “ანაკლიის პორტში, მისი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ, ასეთ ადამიანებზე, ასეთ ინვესტორებზე დგას ეკონომიკა. მსგავსი ტიპის სასტუმროები კი სარგებლის მომტანია, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში იქ მცხოვრები ტურისტებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისა და ჩვენი მოსახლეობისთვის,”- განაცხადა კვირიკაშვილმა 2018 წელს. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, სასტუმროს ინვესტორის, Granat Investment-ის დირექტორი უზბეკეთის მოქალაქე შომუროდ ილიასოვია. პროექტში 25%-ით ბიზნესმენი მერაბ ჩიხრაძე, 50%-ით შომუროდ ილიასოვი და 25%-ით კომპანია “შპს ჯი ეს ეი ინვესტი” მონაწილეობენ. დიმიტრი აბდუშელიშვილი სწორედ “შპს ჯი ეს ეი ინვესტის” 100%-იან წილს ფლობს, შესაბამისად თბილისის “ჰილტონის” პროექტში მისი მონაწილეობა 25%-ს შეადგენს. 



ბიზნესრეესტრის მონაცემებით, დიმიტრი აბდუშელიშვილი ასევე ფლობს 50%-იან წილს გუდაურში მდებარე სასტუმრო “კარპე დიემში”. აბდუშელიშვილის ბიზნესპარტნიორი ამ პროექტში მერაბ ჩიხრაძეა, რომელიც ასევე სასტუმროს 50%-იან წილს ფლობს. დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის 16.6%-იან წილი სამშემებლო კომპანია შპს “ბილდინგ ბეთერ სითისში”, რომლის უმსხვილესი მიმდინარე პროექტიც სწორედ სასტუმრო თბილისი ჰილტონია. დიმიტრი აბდუშელიშვილი ამასთანავე, საქართველოში Lafarge-ის ბრენდის ცემენტის მწარმოებელი კომპანია “საქართველოს ცემენტის კომპანიის” ჯგუფის ერთ-ერთი პარტნიორია.

 

 

 

 

წყარო: ბიზნესმედია





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 25 ივნისის 17:00 საათისთვის
„სად უნდა წავიდეთ“ - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
ონლაინპლატფორმა ბაიერსი კამპანია #ShopinGeorgia #TravelinGeorgia-ს უერთდება და ქართველ დიზაინერებსა და მაღაზიებს სთავაზობს, მათი პროდუქცია პლატფორმაზე უფასოდ განათავსონ
„ეს სანქციები ყველაზე მეტად მცირე და საშუალო, ოჯახურ სასტუმროებს დაარტყამს - კი გვინდა, ბევრი ევროპელი ტურისტი შემოვიდეს, მაგრამ გვჭირდება უფრო მაღალი დონის სერვისები“
ერთი აშშ დოლარის კურსი ამ დროისთვის
რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ღვინის შეტანა აუკრძალა
„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ალკოჰოლურ ნაწარმზე კონტროლი გააძლიერა
„რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი“
გიორგი ცუცქირიძე – არასტაბილურობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს
"არასტაბილურობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს"- გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
"წმინდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება" - გიორგი ცუქცქირიძე
"პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 ივნისის 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია