„შავ ზღვაზე, ფაქტობრივად, საბრძოლო მდგომარეობაა“ - მოსკოვი ნატოს გააქტიურებაზე საპასუხო ნაბიჯებს ამზადებს

„როგორც ცნობილია, რუსეთმა, ფაქტიურად მოახდინა შავი ზღვის ფლოტის მობილიზაცია და ბალტიისა და წყნარი ოკეანეთის ფლოტებიდან ხდება საბრძოლო ხომალდების გადმოცურვა. როგორც ჩანს, პუტინი უკვე არ დაიხევს უკან შეარაღებული შეტაკების პირდაპირი პროვოცირებისაგან. ფაქტიურად, საბრძოლო მდგომარეობაა და ეს სამწუხარო ფაქტია“, - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის საგარეო სამინისტროს მუქარას, რომ ოფიციალური მოსკოვი შავ ზღვაში ნატოს გააქტიურების საპასუხოდ შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავს. - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე ალეკსანდრ გრუშკომ გააკეთა. „ჩვენ, ბუნებრივია, მივიღებთ შესაბამის ზომებს იმ საფრთხეების ნეიტრალიზებისათვის, რაც ამ რეგიონში ნატოს აქტოვობის ზრდას უკავშირდება“, - აცხადებს გრუშკო. ნატოს გააქტიურებაში კი პირველ რიგში ნატოს მხრიდან საქართველოსა და უკრაინისა დახმარება იგულისხმება - ამ ქვეყნების სანაპირო დაცვისა და საზღვაო ძალების გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი წვრთნების ჩატარება. 

 

ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შავ ზღვაში სამხედრო კონფრონტაციაზე წასვლას ცდილობს. „შავი ზღვის აიკვატორიას და განსაკუთრებით აზოვის ზღვას ქერჩის სრუტით რუსეთი თავის შიდა ტერიტორიად თვლის და მიიჩნევს, რომ ამ აკვატორიაზე აქვს პირდაპირი სუვერენული უფლება და არ ესიამოვნა ნატოს გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შეიქმნას მუდმივმოქმედი სამხედრო ძალების დაჯგუფება ესკადრა, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს ამ აკვატორიაში. მეორე მხრივ,  ნატომ გამოაცხადა შავი ზღვის აკვატორია მისი შიდა მოქმედების ტერიტორიად, რადგან რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი არიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. რა თქმა უნდა, მათი სუვერენიტეტი ასევე ამ ტერიტორიებზე ვრცელდება და სურს საქართველო და უკრაინა გახდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოები და ორივეს გააჩნიათ ასპირანტი წევრის სტატუსი ნატოსთან მიმართებაში. ასე რომ, ნატოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთი განსხვავებულად ფიქრობს და ცდილობს გამოიყენოს ყველა საშუალება, რომ წავიდეს სამხედრო კონფრონტაციაზე ალიანსთან“, - აცხადებს მაისაია.

მისივე აზრით, ამ საკითხზე რუსეთის ფედერალური საბჭოს მიერ გაკეთებული განცხადება საკმაოდ ხისტი და სახიფათოა. „ასეთი ხისტი და მკაცრი განცხადება იყო პირდაპირი მითითება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, რომ მიიღონ კონკრეტული ზომები. ფაქტიურად მისცა ნება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებს, გაუხსნან ცეცხლი ნატოს კოალიციის სამხედრო საზღვაო ძალებს, თუ ისინი გადაკვეთენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებს და ქერჩის სრუტეში შევლენ“, - აცხადებს მაისაია.



resonancedaily.com





მსგავსი სიახლეები
„თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას“
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ
„როგორც კი ბიძინა ქვეყნიდან წავა, 5 წუთში აქ იქნება მიშა და მერე ცოცხი კი არა, პოლის ჯოხი ტრ...ში სახვეწარი გექნებათ, ისეთ დღეში ჩაგვყრიან!“
„რუსეთის ბოლო მცდელობას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით ოცნება ჩაანაცვლოს "ევროპელებით", სერიოზული საფრთხე შეექმნა!“
ნიკა მელიას თქმით, თუ ერთი საათის განმავლობაში არ გადადგებიან კობახიძე, გახარია და გომელაური, ისინი პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევლენ
„აღშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით, რომელთაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების ამოსაფრქვევად გამოიყენეს“
„შეუსაბამო და შეუთავსებელია, ვაშაძესთან ერთად, რომელსაც რუსული პასპორტი ჯიბეში აქვს, ვებრძოლოთ რუსეთს“
სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს
"გავრილოვის პარლამენტში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის, გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილია" - ემზარ კვიციანი
"მე მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას" - ზაქარია ქუცნაშვილი
"წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში"
"რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე?" - ღარიბაშვილი
"ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!"
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს
"მოღალატე და მონა ხარ"- სამოქალაქო პირები ზაქარია ქუცნაშვილს
აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა
„იყო მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზაციის - 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია“
რა კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს - შთამბეჭდავი CV ევროპული გამოცდილებით
„არ არსებობს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა არ აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის და ამ ლოგიკით არავინ არაა შემოსაშვები საქართველოში“
„არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე - ეს სიცრუეა"