საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მისი მიღება უკვე მოხდა პირველი მოსმენით.

 

„პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ვენეციის კომისიას და კანონპროექტის შესახებ დასკვნის მომზადება მოითხოვა. ასევე საჯაროდ დაფიქსირდა პოზიცია, რომლის მიხედვითაც ვენეციის კომისიის მოსაზრების მიღებამდე, არ მოხდებოდა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება.


საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრთა არჩევის წესის რეფორმას. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული უფლებამოსილება და 2019 წლის 27 მარტს მივმართეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და ვთხოვეთ დასკვნის მომზადება კანონპროექტის გარშემო მაქსიმალურად დაჩქარებულად.


2019 წლის 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იურიდიული კომიტეტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით 2019 წლის 15 აპრილისთვის. სამწუხაროდ, ეს ხდებ


გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს.


სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნის წერილი უკვე გადაგზავნილია. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. სახალხო დამცველმა ასევე, მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
ხვალიდან Tbilisi Open Air იწყება
“Tbilisi Open Air”-ზე დამსწრეთათვის ლისის ტბის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს:
„მახაჩ, წითელი თუ მწვანე? დააკონკრეტე რაზე მეკითხები, თორე ცუდი დროა“
„7 წლის "ტრანსი-ბავშვი" "ღირსების აღლუმზე"?! - ბავშვებით თამაში იდიოტი მშობლების ხელში, რომლებზეც გავლენა მოახდინა ლგბტ-დიქტატურამ, არის და იქნება სახელწიფოს დამარცხება!“
„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა
„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა
„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები" - ლევან ვასაძე
საპატრიარქო LGBT-პრაიდთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება
"მე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება" -ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდზე“
დღეს ლომისობაა
თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს
„მივმართავ ხელისუფლებას - მაქსიმალურად იმუშავეთ დიპლომატიურ მისიებთან, რათა არ ჩაერიონ ამ პროვოკაციაში - მაქსიმალურად იმუშავეთ მთავარი პროვოკატორების გამოსავლენად“
„პრაიდიც და ანტიპრაიდიც გამიზნულია არეულობის შესაქმნელად, საქართველოსთვის სანქციების დასაწესებლად - ეს რუსეთს რომ აწყობს, მესმის, მაგრამ აქაურ პოლიტსპექტრს რომ გაწყობთ, ესაა სამარცხვინო“
19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას უმასპინძლებს
„ნუ გგონია, რომ პიდარასტების თემა უმნიშვნელოა - უმნიშვნელო იქნებოდა ლომჯარია რომ არ ყოფილიყო სახალხო დამცველი, ბოკერიები, გუბაზები და შავგულიძეები კანონმდებლები რომ არ ყოფილიყვნენ“
„ლგბტ-პრაიდი არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“
„ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა თავის საელჩოებს, გააკეთონ "პრაიდის“ ჩატარების მხარდამჭერი განცხადებები“
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა