"ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩ, ანტონიო ბარტოლისთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. კონკურსი  COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა.

 

„ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ვიწყებთ თანამშრომლობას იტალიის მხარესთან . იტალია  ინოვაციების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში,  ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ იტალიისგან", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

 

ცერემონიაზე გიორგი ქობულიამ კონკურსში გამარჯვებული ორი ქართველი ახალგაზრდა ინოვატორი - გურამ ცირეკიძე და ნინო გრიგალაშვილი გამოავლინა, რომლებიც სამთვიან სტაჟირებას გაივლიან იტალიაში.

 

გიორგი ქობულიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქართველ ახალგაზრდა ინოვატორს და სტარტაპერს, საშუალება ეძლევათ, იტალიაში გაიარონ სამთვიანი სტაჟირება ძალიან მოწინავე ინოვაციურ  კომპანიებში .

 

„ერთი მათგანი სტაჟირებას გაივლის Apple-ის ლაბორატორიაში, მეორე კი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის  Brembo-ს ინოვაციურ ცენტრში. ეს კონკურის მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ იტალიასთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში დაწყებული თანამშრომლობა უნდა  გავაძლიეროთ", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

დღესვე თბილისის ტექნოპარკში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ტარდება სემინარი  თემაზე - „გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან - ბიზნესზე", ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. სემინარზე იტალიიდან სპეციალურად ჩამოსული ინოვაციის სფეროს ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს. 


"მხოლოდ იდეა, თუნდაც გენიალური, არ კმარა. იდეას განხორციელება სჭირდება. სემინარის იტალიელი მონაწილეები მსმენელს ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილების მნიშვნელობაზე უამბობენ და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს ღონისძიება იდეების გაცვლისა და იტალიასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესანიშნავი შესაძლებლობაა", - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.

 





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 25 ივნისის 17:00 საათისთვის
„სად უნდა წავიდეთ“ - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
ონლაინპლატფორმა ბაიერსი კამპანია #ShopinGeorgia #TravelinGeorgia-ს უერთდება და ქართველ დიზაინერებსა და მაღაზიებს სთავაზობს, მათი პროდუქცია პლატფორმაზე უფასოდ განათავსონ
„ეს სანქციები ყველაზე მეტად მცირე და საშუალო, ოჯახურ სასტუმროებს დაარტყამს - კი გვინდა, ბევრი ევროპელი ტურისტი შემოვიდეს, მაგრამ გვჭირდება უფრო მაღალი დონის სერვისები“
ერთი აშშ დოლარის კურსი ამ დროისთვის
რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ღვინის შეტანა აუკრძალა
„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ალკოჰოლურ ნაწარმზე კონტროლი გააძლიერა
„რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი“
გიორგი ცუცქირიძე – არასტაბილურობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს
"არასტაბილურობა ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს"- გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
"წმინდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება" - გიორგი ცუქცქირიძე
"პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 ივნისის 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია