ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში გაიმართება და მას ათასობით მომლოცველი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები.

 

„მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.


ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.


გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.


აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.


მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.


იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.


ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია, დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია ისრაელის საზღვრის კვეთისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2255&lang=1“ , - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
ხვალიდან Tbilisi Open Air იწყება
“Tbilisi Open Air”-ზე დამსწრეთათვის ლისის ტბის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს:
„მახაჩ, წითელი თუ მწვანე? დააკონკრეტე რაზე მეკითხები, თორე ცუდი დროა“
„7 წლის "ტრანსი-ბავშვი" "ღირსების აღლუმზე"?! - ბავშვებით თამაში იდიოტი მშობლების ხელში, რომლებზეც გავლენა მოახდინა ლგბტ-დიქტატურამ, არის და იქნება სახელწიფოს დამარცხება!“
„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა
„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა
„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები" - ლევან ვასაძე
საპატრიარქო LGBT-პრაიდთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება
"მე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება" -ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდზე“
დღეს ლომისობაა
თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს
„მივმართავ ხელისუფლებას - მაქსიმალურად იმუშავეთ დიპლომატიურ მისიებთან, რათა არ ჩაერიონ ამ პროვოკაციაში - მაქსიმალურად იმუშავეთ მთავარი პროვოკატორების გამოსავლენად“
„პრაიდიც და ანტიპრაიდიც გამიზნულია არეულობის შესაქმნელად, საქართველოსთვის სანქციების დასაწესებლად - ეს რუსეთს რომ აწყობს, მესმის, მაგრამ აქაურ პოლიტსპექტრს რომ გაწყობთ, ესაა სამარცხვინო“
19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას უმასპინძლებს
„ნუ გგონია, რომ პიდარასტების თემა უმნიშვნელოა - უმნიშვნელო იქნებოდა ლომჯარია რომ არ ყოფილიყო სახალხო დამცველი, ბოკერიები, გუბაზები და შავგულიძეები კანონმდებლები რომ არ ყოფილიყვნენ“
„ლგბტ-პრაიდი არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“
„ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა თავის საელჩოებს, გააკეთონ "პრაიდის“ ჩატარების მხარდამჭერი განცხადებები“
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა