ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომრები, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება სამი სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკომ უკვე გამოსცა განკარგულება, რომელიც საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთიდაიგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. კანონმდებლობისა და ზემოთ აღნიშნული განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომრები, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები. დეტალური ინფორმაცია განაწილებული ნომრების შესახებ, ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საარჩევნო საოლქო კომისია, მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკს და 6 საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია. გარდა ამისა, 8 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და 6 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს. საკრებულოს შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე მიმდინარე წლის 19 აპრილია. მინდა შეგახსენოთ, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ“, - განაცხადა მიქელაძემ. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის შუალედურ, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ადგილობრივი 18 არასამთავრობო ორგანიზაცია, 7 მედიაორგანიზაცია, ასევე 3 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

 

საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის კანიდატების რიგითი ნომრები ასე გამოიყურება:

N 1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

N 2 –„ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“

N 3 – „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“

N 4 – „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“

N 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“

N 8 – „დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

N 9 –„თავისუფალი საქართველო“

N 13- „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“

N 17 – „საქართველო“

N 18- „ტრადიციონალისტები“

N 21-„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

N 23 – „ახალი ქრისტიან დემოკრატები“

N 24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“

N 27 – „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“

N 28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლე“

N 31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა „

N 33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

N 35 – „გირჩი“

N 38-ეროვნულ დემოკრატიული პარტია

N 39 – „ქრისტიან- კონსერვატორები“

N 40 –„ სახალხო პარტია“

N 41 –„ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“





მსგავსი სიახლეები
„თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას“
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ
„როგორც კი ბიძინა ქვეყნიდან წავა, 5 წუთში აქ იქნება მიშა და მერე ცოცხი კი არა, პოლის ჯოხი ტრ...ში სახვეწარი გექნებათ, ისეთ დღეში ჩაგვყრიან!“
„რუსეთის ბოლო მცდელობას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით ოცნება ჩაანაცვლოს "ევროპელებით", სერიოზული საფრთხე შეექმნა!“
ნიკა მელიას თქმით, თუ ერთი საათის განმავლობაში არ გადადგებიან კობახიძე, გახარია და გომელაური, ისინი პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევლენ
„აღშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით, რომელთაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების ამოსაფრქვევად გამოიყენეს“
„შეუსაბამო და შეუთავსებელია, ვაშაძესთან ერთად, რომელსაც რუსული პასპორტი ჯიბეში აქვს, ვებრძოლოთ რუსეთს“
სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს
"გავრილოვის პარლამენტში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის, გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილია" - ემზარ კვიციანი
"მე მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას" - ზაქარია ქუცნაშვილი
"წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში"
"რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე?" - ღარიბაშვილი
"ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!"
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს
"მოღალატე და მონა ხარ"- სამოქალაქო პირები ზაქარია ქუცნაშვილს
აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა
„იყო მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზაციის - 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია“
რა კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს - შთამბეჭდავი CV ევროპული გამოცდილებით
„არ არსებობს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა არ აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის და ამ ლოგიკით არავინ არაა შემოსაშვები საქართველოში“
„არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე - ეს სიცრუეა"