"პირველად მესმის, რასაც ახლა მეუბნებით - ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის მიერ იურიდიულ კომიტეტზე გაკეთებული განცხადება, როცა მან უმრავლესობას მიმართა, „კარგად მოიკითხოს, სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები და მოსამართლეებს რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს იმაზე, როცა ერთ-ერთ მოსამართლეს, რომლის გადაწყვეტილებებიც გარკვეული პირებისთვის მიუღებელი იყო, კაბინეტში უცენზურო ფოტოები დაახვედრეს, გიორგი მიქაუტაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ მას საერთოდ არაფერი გაუგია.

 

"პირველად მესმის, რასაც ახლა მეუბნებით. ცოტა უფრო მეტი სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს. კონკრეტულად უნდა მითხრათ, რას მეკითხებით. ასე რა იგულისხმა ვიღაცამ მსგავს კომენტარში, არ ვიცი. ხომ არ ჯობია, ჯერ მას ვკითხოთ, დავაკონკრეტებინოთ, რას გულისხმობს, რას ეხება საკითხი და ამის შემდეგ მე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

კარგად მოიკითხეთ, სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები და მოსამართლეებს რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს.





მსგავსი სიახლეები
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას სროლა მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
„მიმდინარე გამოძიების მასალის გასაცნობად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა“
„რატომ დაინტერესდნენ ეს ადამიანები 13 წლის შემდეგ ჩემი დაკითხვით - მე აუცილებლად მივიღებ ამ გამოწვევას და შემდეგ განცხადებებში ვიქნები უფრო ადეკვატური“
საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი
„მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, რომ საქმე ამოსული იყო უზენაეს სასამართლოში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე“
პროკურატურა ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვენეციის კომისიის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს
"ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი"- გიორგი გახარია ავტოავარიებზე
შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს
"თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება"
„დილით რომ ბათუმისკენ მიმავალს ველოსიპეტიანი კაცი შემხვდა, ისევ ის არ იყო...თან გურული და ამ კაიფს გაუშვებდა ხელიდან“
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევისას 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა
"პირველად მესმის, რასაც ახლა მეუბნებით - ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს“
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
"დღეს ვიშლებით იმ პირობით, რომ ჩვენ თანასოფლელს გამოუშვებენ, რომელიც აქციის მსვლელობისას დააკავეს - თუ არ გამოუშვებენ, ამ საღამოსვე შევიკრიბებით და აქციას გავმართავთ"
ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა