"თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარადგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელსა და მის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბებზე ისაუბრა. ასევე, მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა საზოგადოების მხრიდან პრობლემის გაცნობიერების მნიშვნელობასა და მდგომარეობის გამოსწორებაში თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე.

 

„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ, რა მიდგომა უნდა გვქონდეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, საქართველო გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი. ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე: ეს გახლავთ სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გამოსვლა, საგზაო ნიშნის მონაცემების არ დამორჩილება, სიმთვრალე. ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული საზოგადოების წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე. ვერც ერთი უწყება, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, მერია, მარტო ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს, რადგან ეს გახლავთ მთლიანად საზოგადოების გამოწვევა. ამ პრობლემის მოგვარებას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება. მე შემიძლია ბევრი რამ ჩამოვთვალო, რა გააკეთა მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 2017 წელს, ჩვენს გზებზე იყო მხოლოდ და მხოლოდ 170 კამერა, დღეს არის 2600, წლის ბოლომდე იქნება 5000. კონტროლის მექანიზმები იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი,  სიჩქარის გადაჭარბების სექციური კამერები წლის ბოლომდე დაფარავს საქართველოს გზების 700 კილომეტრს, ჩამოყალიბდა ავტოსაგზაო შემთხვევების სიღრმისეული შესწავლის სისტემა, შავი წერტილების გამოვლენის და მათი გამოსწორების და კიდევ ბევრი რამ. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ ვერც ერთი ჩვენგანი, პასუხისმგებლიან დაპირებას საზოგადოებას ვერ მისცემს, იმიტომ, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი იმ კამპანიისთვის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, იყო ჩვენ თვითონ და საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის ძალზედ მკაცრი კრიტიკისთვის, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლა კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა, მინდა გითხრათ, კოლეგებო, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება“.-განაცხადა გიორგი გახარიამ.





მსგავსი სიახლეები
"ლოგიკურია ვთქვათ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება" - ბიძინა გეგიძე
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს - ბელორუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა
სკანდალური მოწმის აღიარება: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი დააკავა
„გამოძიება კეზერაშვილის კვალზე გავიდა - ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის დევნას ისრაელი აგრძელებს “
„განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა“
"არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ"
ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა
დეტალები, რომლის შესახებ არც გვარამია და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ – როგორ მდიდრდებოდნენ რ2-ის სახელით
ნიკა გვარამიამ პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა
რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა“
„ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი - პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს“
„პირდაპირ გიცხადებთ, აღკვეთის ღონისძიებას არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს